x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
განგაში დედამიწის საფრთხის შესახებ...
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი რამ გადაშენდა და მათზე მითებით ან მხოლოდ ლეგენდებით თუ ვიცით რაიმე, უამრავი მათგანი კი კვლავ გადაშენების პირასაა მისული. ეკოლოგიის სწავლული მეცნიერები აცხადებენ განგაშს დედამიწის საფრთხის შესახებ, რომელიც მოიაზრებს იმ ფაქტს, რომ ფლორისა და ფაუნის სახეობის გადაშენების 1000-ჯერ მეტი მაჩვენებელი სწორედ ადამიანის გავლენის შედეგია. მაშასადამე 10 000-ზე მეტი სახეობა ძალიან მალე გადაშენდება ჩვენს მიერ განპირობებული შედეგებით, ვიდრე ბუნებრივად გამოწვეული მიზეზებით.


image



მაშ რა ქმედებებით ვიწვევთ ეკოლოგიურ-გლობალურ კატასტროფას?! სწორედ ეხლა წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს და იმედია ყოველივეს გათვალისწინებით თავიდან ავიცილებთ მორიგ და მოსალოდნელ გადაშენებებს.



1. ერთჯერადი, ე.წ. "ჩინური ჩხირების" გამოყენება. წელიწადის განმავლობაში ჩინეთში 80 მილიარდზე მეტი ჩხირი წარმოებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტყეებს, ვინაიდან- ჯერ რომ ბუნებაში გასული წყვილები გამოყენების შემდეგ ძირს ყრიან ამ ჩხირებს და მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კი არის ის, რომ ამ ჩხირების დასამზადებლად 20 მილიონი, 20 წელზე მეტი ასაკის ხე ნადგურდება. მაშასადამე ჩინეთი ტყეთა განადგურების ქვეყნების სიაშია შესული.


image




2. კონტრაცეპტივები და მსოფლიო ოკეანე... ვინც იყენებს კონტრაცეპციას, უნდა იცოდნენ, რომ ამით ხელს უწყობენ ზღვის ცხოველების ორსულობის პრევენციასაც. 2014 წელს New Brunswick-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ნაშრომები, მათ შეისწავლეს სასმელი წყლის შემადგენლობა და მათი გავლენა მტკნარი წყლის ეკოსისტემაზე. მაშასადამე მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სულ მცირედ ესტროგენსაც კი შეუძლია გაანადგუროს მთელი სახეობა. 2001 წელს კვლევის საფუძველზე, ონტარიოს კვლევითი ცენტრის ტბაში იქნა ჩაშვებული აქტიური, ჩასახვის საწინააღმდეგო და ჰორმონალური პრეპარატები, შედეგად კი თევზმა შეწყვიტა რეპროდუცირება (გამრავლება). იმ მდინარეებსა და ოკეანეებში, სადაც საკანალიზაციო მილებიდან ხვდება მოსახლეობისგან მიმდინარე წყალი, მობინადრე თევზების 85%-ში 55%-ი უუნაროა გმრავლების მხრივ.

image




3. ანტიდეპრესანტების სასიკვდილო გავლენა ფრინველებზე. ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა დღეს იღებს ანტიდეპრესანტებს, რომელიც ვერც კი წარმოიდგენთ რა უარყოფით გავლენას ახდენს გარემოებაზე. უნივერსიტეტ York-ის კვლევითი შედეგების თანახმად, ანტიდეპრესანტები, მაგალითად პროზაკი ფატალურად მოქმედებს ფრინველებზე. კვლევებისთვის ექსპერიმენტები ჩატარდა წვიმის შედეგად წარმოქმნილ ჭიაყელებზე, მათ მიაღებინეს პროზაკი და ექვსი თვის განმავლობაში აკვიდრებოდნენ შედეგებს. ფრინველებმა კი, რომლებმაც მიირთვეს ეს ჭიაყელები, დაკარგეს ინტერესი კვებისა და საპირისპირო სქესის მიმართ.

image




4. წვენის "საწრუპი" ჩხირები. გამოდის, რომ გამაგრილებელი სასმელის ჩხირები, რომლებიც ძალიან ბევრ კაფესა თუ კვების ობიექტში ვხვდებით, სასიკვდილოა მსოფლიო ეკოლოგიისთვის. მაგალითად, მხოლოდ შტატებში 500 მილიონზე მეტი გამოიყენება ეს პროდუქცია, ბოლო 25 წლის მანძილზე კი მსოფლიოს მასშტაბით ზღვის სხვადასხვა სანაპიროდან 6 მილიონზე მეტი იქნა შეგროვილი. მოგეხსენებათ, რომ "საწრუპი" მზადდება პოლიპროპილენის- პლასტიკური მასალისგან, რომელიც არ იშლება, შედეგად კი წლის მანძილზე მილიონამდე ფრინველი თუ ზღვის ბინადარი იღუპება ამ "საწრუპის" გადაყლაპვით.

image




5. ბაყაყი- დელიკატესი, როგორც სტიმული საშიში შტამებისა. თავდაპირველად ბაყაყი კერძში გამოყენებული იქნა საფრანგეთში და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა, თუმცა დღეს კვების ინდუსტრია ამფიბიების მხრივ ფართოა. მათი ექსპორტი ძირითადად სამხრეთ ამერიკიდან ხდება, სადაც სპეციალურ მეურნეობაში მოყავთ ისინი. იაპონია და ა.შ.შ ორი უდიდესი, ბაყაყების იმპორტიორი ქვეყანაა. მხოლოდ შტატებიდან ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ბაყაყის იმპორტი ხდება, რომელთაგან უმეტესი დაავადებულია ჰიტრიდული სოკოთი. მართალია ეს სოკო უწყინარია ადამიანისათვის, თუმცა მუდმივად განიცდის მუტაციას და მისი ახალი შტამები შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.

image




6. ანტიბაქტერიული საპონი. წლების განმავლობაში არსებობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რომელი ანტიბაქტერიული საპონია ეფექტური და როგორ გავლენას ახდენს გარემოზე. ანტიბაქტერიულ საპნებში ხშირად გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები ტრიკლოსანი და ტრიკლოკარბანი. Johns Hopkins-ის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად ქვეყნდება ნაშრომები თუ რა ხდება ანტიბაქტერიული საპნის გამოყენების შედეგად საკანალიზაციო მილში მოხვედრილი წყლის შემდეგ. მართალია მილში გავლის შემდეგ ხდება წყლის გაფილტვრა სპეციალური საფილტრი საშუალებებით, თუმცა წყლისა და ხმელეთის ზედაპირზე მაინც ხვდება მათი ნარჩენები. ტრიკლოკარბანის შემცველობაშია კანცეროგენები ( ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას.), ხოლო ტრიკლოსანის შემადგენლობაში კი ქლოროფორმია (ქლორის შემცველი თავისებური სუნის მქონე ამქროლადი სითხე; მედიცინაში იყენებენ დასაძინებელ საშუალებად), რომლებიც აუცილებლად ხვდება მცენარის, ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმის ზედაპირზე.

image




7. კატები. ადამიანები, რომელთაც სახლში ჰყავთ კატა, ქმნიან საპირფარეშოს მათთვის, რომლებიც შთანქავს ბენტონიტურ თიხას, რაც კატასტროფულ გავლენას ახდენს გარემოებაზე.

image





8. თევზის ფერმები. თევზის ფერმების არსებობა იწვევს რეალურ ეკოლოგიურ კატასტროფას, ვინაიდან ფართომასშტაბიანი სახმელეთო დეგრადაციასა და სასმელი წყლის დაბინძურება-დამარილიანებას იწვევს. დაკლული თევზის ნარჩენებით კი ფაქტობრივად ზღვის მობინადრეებს კვებავენ, ასევე იყნებენ სხვადსხვა ქიმიურ საშუალებებს, რაც მთელს ეკოსისტემას ზიანს აყენებს.

image




9. სოიოთი კვება. სოიოს პროდუქტები ყოველთვის ითვლება ეკოლოგიურად და რძის პროდუქტების ალტერნატივად, თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა მისი წარმოების დამანგრეველი ზეგავლენა გარემოზე. სოიო მხოლოდ ადამიანთა საკვები როდია, 80 პროცენტი მოპოვებული სოიოსი სწორედ რომ პირუტყვის გამოსაკვებად გამოიყენება. მასზე მოთხოვნა კი დროთაგანმავლობაში იზრდება, ფართობიც მის მოყვანას გაცილებით მეტი ჭირდება, ვიდრე ლობიოს, ამიტომ დაიწყეს ტყეების გაჩეხვა. ჯერ მარტო 2005 წლის მონაცემებით ბრაზილიის, ყოფილი ტროპიკული ტყის 1, 2 მილიონი ჰექტარის ადგილას სოიო გაშენდა. 2008 წელს ბრაზილიაში ტყეების გაჩეხვით ქვეყანამ ტყეთა გადაშენება განიცადა.

image





10. საკვების ნარჩენები. ყოველწლიურად საკვების ნარჩენები 1, 3 მილიარდი ტონით იზრდება, რაც გავლენას ახდენს გლობალურ კატასტროფაზე. წელიწადში კი 750 მილიარდი დოლარი იგზავნება ნაგავსაყრელზე, რაც თავისმხრივ უდიდეს ზიანს იწვევს გარემოზე. ყოველწლიურად წარმოებს 3, 3 მილიარდი ტონა სათბურის აირები და იხარჯება 3-ჯერ მეტი რაოდენობის წყალი, ვიდრე მდინარე ვოლგაა. დაახლოებით 28% სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის არსებული მიწა გამოიყენება საკვების მოსაყვანად, თუმცა 870 მილიონი ადამიანი მაინც მშიერია.

image

6
1907
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1907
  
2015, 21 აგვისტო, 11:04
ძალიან საინტერესოა :)
2015, 4 აგვისტო, 17:41
მეც დავინტერესდი :) თუ რამეს გაარკვევთ, მეც გამაგებინეთ.
2015, 4 აგვისტო, 17:37
არა კონკრეტულად თქვენ კი არ გთხოვთ პასუხს, ან თქვენთან კი არა მაქვს პრეტენზია, უბრალოდ დავფიქრდი, კატის ქვიშა ბუნებრივი ქანისგან მიიღება და კატები ისეთს რას უმატებენ, რომ მავნებელი ხდება ? საინტერესოა...:)
2015, 4 აგვისტო, 17:24
მადლობა ქალბატონო ლალი. კატების ქვიშის მავნებლობაზე სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით, საიდანაც ვთარგმნე, აი ასე კონკრეტულად ეწერა და მეტი ინფორმაცია არ იყო. სამწუხაროდ.
2015, 4 აგვისტო, 17:21
ძალიან საინტერესო სტატიაა, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, რა მავნებლობა მოაქვს კატების ჰიგიენურ ქვიშას გარემოსთვის?
2015, 4 აგვისტო, 16:00
ამ კუთით არასოდეს მიფიქრია,საინტერესო სტატიაა
0 1 6