x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით, ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტის გარეშე
სტატისტიკის თანახმად, ყოველი მე-3-მე ქალი და მე-5-ე კაცი, ჩვენს პლანეტაზე, ჭარბ

წონას ებრძვის. მაგრამ ცოტა თუ ახერხებს სასურველი შედეგის მიღებას. ჩვენი წონა

მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს

ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი. რაც უფრო დაბალია მეტაბოლიზმი


(ქიმიური რეაქციები, რომელიც ხდება ცოცხალი არსების ორგანიზმში), მით უფრო შენელებულია ცვლის პროცესი, რაც თავის მხრივ, შლაკების დაგროვებას იწვევს

სხეულში და ეს წონის მატების მიზეზი ხდება.

წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით

ჩვენს პლანეტაზე, ყველაზე გამხდარ ერად ჩინელები არიან აღიარებულები. მათი “საიდუმლო" იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, თითქმნის

დაბადებიდან ასწავლიან თავიანთი შინაგანი ენერგიის, სხეულის, გონებისა და ემოციების მართვას. ადამიანებს ასწავლიან გარეგანი სამყაროს სწორად შეგძნებას, სწორ აზროვნებას და სწორ სუნთქვას.

ჩინელებმა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში დაადგინეს კავშირი სწორედ სუნთქვასა და ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას შორის.

სუნთქვითი ვარჯიშების კოპლექსი “ციანფერი" (ქონის მოშორება), უძვირფასესი საჩუქარია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭარბი წონის მოცილებას ცდილობენ. თანამედროვე მედიცინამაც აღიარა, რომ ამ ვარჯიშების რეგულარულად შესრულება, დადებით ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე: ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას. სხვადასხვა სახის სუნთქვის მონაცვლეობა, არის კარგი შინაგანი მასაჟი, რომელიც აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობის პროცესს. იზრდება მეტაბოლური პროცესების სიჩქარე, რაც თავის მხრივ, იწვევს ორგანიზმის შლაკებისგან გათავისუფლებას. ამის შედეგად, კუჭ-ნაწლავის სისტემაში უკეთესად ხდება ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების ათვისება, რაც ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს: ხდება იმუნიტეტის გაძლიერება, იზრდება შრომის უნარიანობის ხარისხი, ორგანიზმი სტრესების მიმართ უფრო ამტანი ხდება. გარდა ამისა, “ციანფერი" აქვეითებს შიმშილის გრძნობას და ადამიანს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, შეუძლია კვების რაციონის შემცირება.

“ციანფერი" სამი სუნთქვითი ვარჯიშისგან შედგება და სასურველია, რომ ეს ვარჯიშები დღეში 3-ჯერ გააკეთოთ. ამ ვარჯიშების რეგულარულად შესრულების შემთხვევაში,

პირველი ორი კვირის მანძილზე, შესაძლებელია 1 კგ-ს დაკლება, ხოლო 2-3 თვის

თქვენი შემდეგ, თქვენი წონა 8-12 კგ-თი შემცირდება. ამ ვარჯიშების შესრულება

ყველა ადამიანს შეუძლია, წინასწარი ფიზიკური მომზადების გარეშე და მას, ფაქტიურად, უკუჩვენება არა გააჩნია. ერთადერთი მოთხოვნა ის არის რომ, ტანსაცმელი, ვარჯიშის დროს, არ გიჭერდეთ და ხელს არ უნდა გიშლიდეთ.


ვარჯიში I - “ტალღა"

სუნთქვითი ვარჯიში

ამ ვარჯიშის შესრულება, ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება, სიარულის დროსაც კი.

მაგრამ, ახალბედებისთვის უკეთესია თუ დაწოლილ მდგომარეობაში გააკეთებთ:


1. დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში და ტერფები მხრების სიგანეზე

დაალაგეთ. ერთი ხელი დაიდეთ მუცელზე, მეორე - მკერდზე.

2. ღრმად და მშვიდად ჩაისუნთქეთ. ამასთან, ზემოთ ასწიეთ მკერდი და ქვემოთ

ჩასწიეთ მუცელი (მოძრაობა ხელებით დაარეგულირეთ).

3. ამოსუნთქვის დროს, პირიქით, ქვემოთ მიდის მკერდი და ზემოთ ამოდის მუცელი.

ამრიგად, ამ ფორმით “ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა", შორიდან ტალღის ეფექტს ქმნის.

სუნთქვის სიხშირე ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ჩვეულებრივი სუნთქვის დროს.

ხოლო მკერდისა და მუცლის ჩაწევა-ამოწევის ამპლიტუდა, მაქსიმალური უნდა იყოს.

ამავე დროს, ეს არ უნდა გაყენებდეთ დისკომფორტს. ამ ვარჯიშების ერთი ციკლი,

40-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ანუ 40-ჯერ უნდა ჩაისუნთქოდ და ამოისუნთქოდ.

თროთაგანმავლობაში, რეკომენდირებულია ვარჯიშების 60-მდე გაზრდა.

ამ ვარჯიშის შესრულების დროს, თუ თავბრუსხვევის შეგრძნება გაგიჩნდათ, სუნთქვა უნდა შეანელოთ.


ვარჯიში II - “ბაყაყი"

წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით

1. ვარჯიშის შესასრულებლად, უნდა დაჯდეთ დაბალ სკამზე. სკამის სიმაღლე ისეთი უნდა იყოს, რომ კუთხე ბარძაყსა და წვივს შორის სწორი ან ცოტა ნაკლები იყოს.

2. ქალებმა მარცხენა ხელით მუშტს უნდა შეკრან და მარჯვენა ხელი ზედ შემოავლონ, ხოლო კაცებმა, პირიქით - მუშტი მარჯვენა ხელით უნდა გააკეთონ და მარცხენა ხელი შემოავლონ.

3. მუშტს შუბლით დაეყრდენით და მოდუნდით.

4. ღრმად ჩაისუნთქეთ და ძლიერ ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ რომ ამოსუნთქვასთან ერთად, ძლიერი განცდებისგან და დაღლილობისგან თავისუფლდებით. ვარჯიშის დროს, მუცელი ისე უნდა გაგებეროთ, როგორც ბაყაყს ებერება სუნთქვის დროს.

მაშ, ასე. ნელა, მშვიდად შეისუნთქეთ ცხვირით ჰაერი და მიეცით მიმართულება მუცლისკე > შეაჩერეთ სუნთქვა 2-3 წამით > გააკეთეთ კიდევ ერთი მოკლე ჩასუნთქვა

და ნენ-ნელა ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვის დროს, მუცელი უნდა ჩაიჩუტოს, უნდა იყოს მოდუნებული და რბილი.

ამ ვარჯიშის შესრულების დროს, მკერდი თანაბრად უნდა მოძრაობდეს, ხოლო მუცელი, ხან იბერებოდეს და ხან იჩუტებოდეს.

ვარჯიში უნდა შეასრულოთ 15-20 წუთის მანძილზე.

თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, წელში გაიმართეთ, რამოდენიმე წამი იჯექით თვალდახუჭული, მხოლოდ ამის შემდეგ გაახილეთ თვალები და ხელები ზემოთ ასწიეთ.

ამ ვარჯიშის გაკეთება რეკომენდირებული არ არის მათთვის, ვისაც მუცლის ღრუსში რაიმე სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული (შეიძლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ) და ქალებისთვის “კრიტიკულ დღეებში".


ვარჯიში III - “ლოტოსი"


წონაში დაკლება სუნთქვითი ვარჯიშებით

ამ ვარჯიშის გაკეთება რეკომენდირებულია “ლოტოსის" პოზაში. მაგრამ, რადგან ეს პოზა ორგანიზმის წინასწარ მომზადებას მოითხოვს, ახალბედებს შეუძლიათ დასხდნენ

ე. წ. “თურქულ" პოზაში ან დაბალ სკამზე, ისე რომ თავი მოხერხებულად იგრძნოთ.

1. ზურგი გამართული უნდა გქონდეთ, ხოლო მხრები და ნიკაპი ქვემოთ დაშვებული.

2. თვალები დახუჭეთ და ხელები დაალაგეთ მუცლის წინ, ხელისგულებით ზევით.

ქალებს, მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელისგულის ზემოთ უნდა ჰქონდეს მოთავსებული, ხოლო კაცებს, პირიქით - მარჯვენა, მარცხენას თავზე.

3. ვარჯიში სრულდება 20 წთ-ის მანძილზე და 3 ეტაპად არის გაყოფილი.

პირველი 5 წუთი, გააზერბული სუნთქვის არის: ამ დროის მანძილზე, შეეცადეთ ისუნთქოთ ღრმად და თანაბრად, ამასთან, უხმაუროდ, ისე რომ, მკერდის და მუცლის მოძრაობა, ძალიან შესამჩნევი არ იყოს. ყური მიუგდეთ საკუთარ სუნთქვას, კონცენტრაცია მოახდინეთ პროცესზე.

შემდეგი 5 წუთი, მოადუნეთ კონტროლი. მაქსიმალურად ბუნებრივად ჩაისუნთქეთ, ხოლო ამოსუნთქვის პროცესი, ხანგრძლივი, თანაბარი და უხმო უნდა იყოს.

ბოლო 10 წუთის მანძილზე, შეეცადეთ რომ მაქსიმალურად მოდუნდეთ, დამშვიდდეთ

და ისუნთქოთ ჩვეულებრივ, დატკბეთ სიმსუბუქით და სიმშვიდით.


როგორც ხედავთ, ყველა ვარჯიში ადვილი შესასრულებელია და მათი შესრულების შემდეგ, ყოველთვის მსუბუქად, მხნედ და კარგ განწყობაზე იქნებით.


0
2300
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0