x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავი ორ ფიფქზე
ფიფქები


მოდიოდა თოვლი. ირგვლივ სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა. ფუმფულა ფიფქები ჰაერში ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით, უახლოვდებოდნენ დედამიწას.

ორმა პატარა ფიფქმა, რომლებიც გვერდი-გვერდ მიფრინავდნენ, ერთმანეთში საუბარი

გააბა. ჰაერის ნაკადებს ისინი რომ არ დაეშორებინა, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და


ერთმა ფიფქმა მხიარულად თქვა:

- როგორი ენით აღუწერელი შეგრძნებაა ფრენის განცდა!

- ჩვენ არ მივფრინავთ, ჩვენ ვარდებით! - უთხრა, მოწყენილი ხმით, მეორე ფიფქმა.

- ჩვენ მალე დედამიწაზე დავეშვებით და თეთრ, ფუნფულა, საფარად გადავიქცევით.

- არა, ჩვენ დაღუპისთვის ვართ განწირულები. მიწაზე ჩვენ უბრალოდ ფეხით

გაგვსრესენ.

- ჩვენ ნაკადულებად გადავიქცევით და ზღვისკე გავეშურებით, ჩვენ მუდმივად

ვიცოცხლებთ! - თქვა პირველმა.

- არა, ჩვენ დავდნებით და სამუდამოდ გავქრებით! - წინააღმდეგობა გაუწია მას მეორემ.

ბოლოს მათ მოსწყინდათ კამათი. გაუშვეს ერთმანეთს ხელი და ორივე გაფრინდა იმ

ბედის შესახვედრად, რომელიც თავად აირჩია.

0
189
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0