x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცოდით, რომ ძილის პოზა განსაზღვრავს თქვენს პირად ურთიერთობებს?
image
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და „თვითს“ (Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს „სულის შესახებ“, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი. ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს, როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება. თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა „რატომ?“ ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.


მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან. თუმცა დღევანდელი სტატია ის შემთხვევაა, როდესაც გონების დაძაბვა არ გიწევთ, უბრალოდ დააკვირდით ფოტოებს და ამოიცანით თქვენი ძილის პოზა და წარმოსახვა პარტნიორთან ერთად და ფსიქოლოგების მიერ შედგენილი ეს ტესტი ამოიცნობს თქვენს პირად ურთიერთობებს.


image

აი ისიც:



image

1. ასეთი ძილის პოზის მოყვარული პარტნიორები ერთნაირად აზროვნებენ და შეიძლება ითქვას, რომ გონებრივად ერთ დონეზე დგანან. ხანმოკლე განშორების მომენტშიც კი მშვიდად და საიმედოდ გრძნობენ თავს.




image

2. ასეთი ძილის პოზის მოყვარული პარტნიორები ერთად ძალიან კომფორტულად არიან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისინი გრძნობენ თავიანთი სულების სიახლოვეს და ენდობიან ერთმანეთს 100%-ით.




image

3. ძილის დროს მამრის ასეთი წარმოსახვა მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც საეჭვო სიახლოვე აქვს თავის მეგობარ "ვალერისთან". (ვალერი უბრალოდ მაგალითისთვის)




image

4. ძილის დროს მდედრის ასეთი წარმოსახვა მეტყველებს იმაზე, რომ საბავშვო ზღაპრებისა თუ მოთხრობების ნამდვილი გმირია. (დათვების ადგილზე სხვა ნებისმიერი ზღაპრის გმირიც იგულისხმება)





image

5. ძილის დროს მდედრის ეს წარმოსახვა მეტყველებს იმაზე, რომ საეჭვოა მისი გრძნობები მეუღლის მიმართ.




image

6. მემგონი უკვე დადგა დრო, რომ დაივიწყოთ წარსული და ცხოვრება განაგრძოთ. (ორივე სქესს ეხება)




image

7. ძილის დროს ერთობლივი მსგავსი წარმოსახვები მანიშნებელია იმისა, რომ თქვენი ურთიერთობები კონტროლიდან გამოდიან.




image

8. ძილის დროს ამგვარი წარმოსახვა მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ თქვენი ოცნებაა მსახიობობა ან გახდეთ საზოგადოდ ცნობილი პიროვნება.




image

9. საეჭვოა, რომ სადღაც სიღრმეში და საიდუმლოდ შესაძლოა "ფაშისტები" იყოთ.





image

10. ესეც ერთგვარი წარმოსახვა ერთეულების, რომ თავად წყვილი კი არა, მათ საწოლზე ვიღაც "ვალერის" სძინავს. დროა შეახსენოთ მაგ ვალერის, რომ საკუთარი სახლი გააჩნია და დაგითმოთ საწოლის ასპარეზი.


5
2427
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2427
  
2015, 17 ივნისი, 18:55
ძალიანი მაგარი იყო ბოლო :D :D :D
2015, 17 ივნისი, 10:09
იუმორი იყო- იცოცხლე :)) უფრო სერიოზულს ველოდი წერა რომ დავიწყე და მერე აღარ გადავთქვი :)
2015, 17 ივნისი, 10:02
ბოლო მაგარი იყო,სიცილით გავიგუდე :)))))))))))))

ისე რომელ ჭკვიანს უნდა დაესიზმროს ეგეტები ?:))))))))))))

1 და 2 არაუშავდა,რეალურია,ნუ ჩემთვის :)
2015, 17 ივნისი, 10:01
მადლობა გუჯა ;)
2015, 17 ივნისი, 10:01
საინტერესოა და გავაზიარე
0 1 5