x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
აი როგორ მუშაობს ქალური ლოგიკა- ბევრს იხალისებთ
ლოგიკა ბერძნ. λόγος (ლოგოს) — თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ან რაიმე ნათქვამს, შემდგომში ფიქრის ან აზრის მნიშვნელობა მიეცა, ხშირად მოიხსენიება, როგორც არგუმენტთა შესწავლა, თუმცა მისი ზუსტი განსაზღვრება დღემდე ფილოსოფოსთა დისკუსიის საგანია. ნებისმიერი გაგებით, ლოგიკოსთა ამოცანაა მართალი და მცდარი დედუქციების შესწავლა და „კარგი“ არგუმენტების „ცუდისგან“ განსხვავების დადგენა.
ტრადიციულად ლოგიკა ისწავლებოდა, როგორც ფილოსოფიის განშტოება. მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ლოგიკა მათემატიკაში ისწავლებოდა, ხოლო უფრო მოგვიანებით კი კომპიუტერულ მეცნიერებაში. ლოგიკა, როგორც მეცნიერება, იკვლევს არგუმენტების სტრუქტურას, კლასიფიცირებას უკეთებს რა მათ სპეციალურად შემუშავებული სქემების მიხედვით. მაშასადამე, ლოგიკა შეიძლება ყოვლისმომცველი გახდეს და მასში შედის მოსაზრებანი ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე. ლოგიკის სწავლების საგანია ასევე მცდარი არგუმენტების სტრუქტურა და პარადოქსები.


ეს განმარტება მათთვის, ვინც არ იცოდით თუ რას აღნიშნავს სიტყვა ლოგიკა, ახლა კი ქალური ლოგიკის ამსახველი ერთი ნამდვილი და მეტად სახალისო ამბავი მინდა მოგითხროდ, რომელიც ერთ-ერთ დიასახლისს ლოგიკურად შეემთხვა.


image


ერთ დღეს გადავწყვიტე ოჯახი გამეხარებინა ჩემი ახალი რეცეპტით და მომემზადებინა ქათმის სალათი, რადგან დარჩენილი იყო ცოტა მოხარშული ქათამი, ვიცოდი აღარავინ შეჭამდა, გადაგდება კი დამენანა. სალათის ინგრედიენტებში შედიოდა დახუფული ანანასი, ამიტომ გამოვიყენე ანანასი, წვენი კი სად წამეღო? დალევა არ მინდოდა, გადაღვრა დამენანა. გამახსენდა ტორტის მარტივი რეცეპტი, სადაც იყო საჭირო ანანასის წვენი, გადავწყვიტე ტორტის გამოცხობაც. აღმოჩნდა, რომ ტორტს ესაჭიროებოდა მხოლოდ კვერცხის გული, ცილა კი არა, ასე რომ ცილის გადაღვრაც დამენანა. რა ვუყო? მოდი შევდგამ მაცივარში, თუმცა რა აზრი აქვს? ცოტახანში მაინც გადაღვრა მომიწევს, აა, გამახსენდა, ბეზეს ამოვიყვან, ის ხომ ასე მარტივი და გემრიელია ამავდროულად. ბეზეს დასჭირდა ლიმნის ქერქი და გაფცქვნილი ლიმონი დამრჩა, თუ მალე არ გამოვიყენებდი, გამოშრებოდა, გადაგდება კი ისევ დამენანა. გამახსენდა, სალათის სოუსს გავაკეთებ, სადაც ლიმონია საჭირო, მაგრამ უბედურება ისევ დამატყდა, მხოლოდ ნახევარი თავი ხახვი იყო საჭირო, ნახევარი კი დამრჩა. გამოსავალი აქაც უცებ ვიპოვე, გავაკეთებთქო ტომატის სოუსს, რომელსაც ჭირდება ცოტა ხახვი. გამოვიღე მაცივრიდან ტომატით დახუფული ქილა და მოვამზადე სოუსი, თუმცა ამასაც ნახევარი ქილა ტომატი დაჭირდა, ნახევარს რა ვუყო? მე ხომ ზაფხულში ვიწვალე მისი დახუფვისთვის, ნამდვილად არ გადავღვრი, არადა მალევე გაფუჭდება გახსნილი კონსერვი. მოდი მოვხარშავ ბორშს, მაგრამ აი უბედურებაც, ჭარხალი არ მქონია სახლში. სასწრაფოდ ჩავიცვი და გავემართე სურსათში, ვიყიდე ჭარხალი, კარტოფილი, ხაჭო, არაჟანი, კბილის პასტა, წინდაც და ოთახის "ჩუსტიკებიც" (სხვათაშორის ფადაკლებით), რამდენიმე შეკვრა საპონი; მივირბინე ბანკომატთან, ბარემ კომუნალურებსაც გადავიხდითქო, გადავიხადე; გავიარე "საპოჟნიკთან", დატოვილი მქონდა ფეხსაცმელი და ისიც გამოვიტანე; საცხობიდან პური და ფუნთუშებიც ვიყიდე, ბავშვებს დილაობით სენდვიჩებს ვუკეთებ ხოლმე და ბარემ ავაყოლებთქო, მერე კი ამ ყველაფრით დავბრუნდი სახლში და მოვამზადე ბორშიც.



საღამოს კი ჩავესვენე ქანცგამძვრალი სავარძელში და ვფიქრობდი, რა სიგიჟეა ჩემს თავს, ნეტავ დამელია იმ ანანასის წვენი.

10
888
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
888
  
2015, 22 მაისი, 13:59
გაიხარე ;) :*
2015, 21 მაისი, 16:40
ძააან მაგარი სტატიაა
2015, 20 მაისი, 19:18
ჰოო, დროის ამბავია :))
2015, 20 მაისი, 19:08
:) ისევ შეიყვარებ :)
2015, 20 მაისი, 18:55
ყოჩაღო შენ, მეც მიყვარდა, მაგრამ მერე შემაძულეს, მიხვდები ვინც ;) :))
2015, 20 მაისი, 18:48
მე ძალიან მიყვარს საჭმელების და რამერუმეების კეთება მითუმეტეს უცხოსი,ხოდა სულ რაღაცას ვითხუპნები:))))))
2015, 20 მაისი, 18:39
მე არა :))) ნუ ზოგჯერ დამენანება რაღაცის გადაგდება და შეიძლება მოვუძებნო ადგილი, მაგრამ ასე ნამდვილად არ ვისჯები ხოლმე :))
2015, 20 მაისი, 18:28
ვაიმე ზუსტად ჩემზეა,ვიტყვი ხოლმე რა ძალა მადგათქო მაგრამ ამ ქალივით მეც მენანება გადაყრა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10