x
image
natia.a
ჰოლივუდის მსახიობი, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებდა თქვენი მობილური და Wi-Fi
30-იანი წლების დასაწყისი...

ავსტრიაში, გერმანიასა და ჩეხეთში მილიონობით მამაკაცი აღფრთოვანებით უყურებს ახალგაზრდა გოგოს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფილმში "ექსტაზი".

იგი, პირველად ევროპული სრულმეტრაჟიანი კინოს ისტორიაში, ეკრანზე გამოჩნდა სრულიად შიშველი და, უფრო მეტიც, ორგაზმის იმიტაციაც გააკეთა. ეს ყოველივე იმ დროისთვის წარმოუდგენელ თავხედობად ითვლებოდა.

ფილმი აკრძალეს, დაჭრეს, დაწყევლეს... მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ევროპამ გაიცნო ახალი ვარსკვლავი, სახელად ჰედი კისლერი.



image


მილიონერები და არისტოკრატები ცდილობდნენ მისი გულის მოგებას და მანაც მალევე გააკეთა არჩევანი. ცოლად გაჰყვა იარაღის მწარმოებელსა და მოვაჭრეს, ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ავსტრიელ მილიონერს, 33 წლის ფრიც მანდლს. მანდლი შეიარაღების უახლეს სისტემებს აწვდიდა გერმანიას.


ახალდაქორწინებულები დასახლდნენ მდიდრულ ციხე-სიმაგრეში ზალცბურგთან ახლოს, მშვენიერი ბუნების, ჯიშიანი ცხენებისა და მდიდრული ავტომობილების გარემოცვაში. მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს? მაგრამ ჰედისთვის ეს ცოტა იყო. მას მოსწყინდა მაღალ საზოგადოებაში გამართულ მიღებებზე, ქმართან ერთად პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან თუ მეცნიერებთან მოლაპარაკებებზე.

image


ბოლოს ყველაფერი მობეზრდა და...გაიქცა. პარიზში განქორწინება მიიღო, შემდეგ ლონდონში გაემგზავრა, იქიდან კი...ჰოლივუდში. წარმატებამაც არ დააყოვნა: 1933 წელს მისი კინოდებიუტი დაუვიწყარი აღმოჩნდა კინემატოგრაფებისა და პუბლიკისთვის. თუმცა აშშ-ს პურიტანულ პუბლიკას მისი წარსული რომ არ გაეხსენებინა, მსახიობმა ფსევდონიმი აიღო: ჰედი კისლერი გახდა ჰედი ლამარი. მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს სტუდია MGM-ის დამაარსებელთან, ლუის მეიერთან და მისი კარიერული წინსვლა თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო. საერთო ჯამში, მან კინოგადაღებებზე 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


image


ახალგამომცხვარი ვარსკვლავი კინოში გადაღების პარალელურად 6-ჯერ გათხოვდა.


ევროპაში კი ამ დროს ომის ქარ-ცეცხლი ტრიალებდა... ფაშიზმი მძვინვარებდა...


ჰედის გული შესტკიოდა სამშობლოზე. თან თავადაც ხომ ებრაელი იყო. ზოგჯერ თავის პირველ ქმარს იხსენებდა, მასავით ებრაელს, რომელიც ფაშისტურ გერმანიას იარაღით ამარაგებდა. იხსენებდა იმ საუბრებს, რომელთა შემსწრე თავად იყო. მანდლის ლაბორატორიები სხვადასხვა ტიპის მართვადი იარაღის შექმნაზე მუშაობდა.


ქვემეხებზე აპრობირებული მავთულით მართვა წყალქვეშ გამოუსადეგარი აღმოჩნდა და ტორპედოებისთვის შეთავაზებული იქნა რადიოკავშირი... დიახ, სწორედ ამგვარი საუბრები და ტექნიკური ტერმინები ამოტივტივდა ჰედის მეხსიერებაში.

image


ჰედი მიხვდა, რომ შეიძლებოდა რაღაცით დახმარებოდა საკუთარ სამშობლოს. აიღო წიგნები, რვეულები, საწერი კალამი... და დაიწყო ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა.


ყველაფერი ხომ ასეთი მარტივი იყო! რატომ ვერავინ მიხვდა ამას მანამდე? ხარვეზმედეგი რადიოგადაცემის ტექნოლოგია ხომ ცხადია: საჭიროა უბრალოდ სიხშირის მუდმივად ცვლა ფართო დიაპაზონზე ისე, რომ გადამცემის და მიმღების სინქრონიზება მოხდეს.


საოცარია, მაგრამ ამ აღმოჩენაზე უფრო რთული აღმოჩნდა მეცნიერთა დარწმუნება იმაში, რომ ქალს ლამაზად ღიმილის გარდა სხვა რამეც შეუძლია...

image


და აი, ჩვენს წინაშეა არა მხოლოდ ულამაზესი ქალი, არამედ ადამიანი, რომლის გამოგონებითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ.


ადამიანმა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, გამოიგონა ის, რაც საფუძვლად უდევს GSM სისტემას, GPS-ს, Bluetooth-სა და Wi-Fi-ს.


ამ ადამიანმა შეიმუშავა ინფორმაციის დაშიფვრის პრინციპები მუდმივი ღია საკომუნიკაციო არხებისთვის.


მისი დამსახურებაა, რომ ვიყენებთ Wi-Fi-ს ქსელს და არ გვეშინიათ, რომ კიდევ ვიღაც "დაჯდება" ჩვენს არხზე, რადგან ტექნოლოგია Secret Communication System არავის აძლევს ამგვარ საკომუნიკაციო არხში შეღწევის უფლებას.


ლამარის გამოგონების გარეშე დღეს არ იფრენდნენ სამხედრო თანამგზავრები და არ იმუშავებდნენ ფიჭური ტელეფონები, რომ აღარაფერი ვთქვათ ნავიგაციის სისტემებზე. დიახ, შეიძლებოდა ეს ვინმე სხვასაც გამოეგონებინა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს სწორედ მან, ჰოლივუდის მშვენიერმა მსახიობმა ქალმა გაკეთა.


image

უსადენო კომპიუტერული ქსელების სპეციალისტებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ეს ისტორია და სცადეს ჰედი კონგრესის საპატიო მედალზე და IEEE-ის ჯილდოზე წარედგინათ, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ 1997 წელს ჰედი ლამარს გადაეცა ჯილდო ფონდისგან Electronic Frontier. "სწორედ რომ დროულია" - ასეთი იყო ამ ამბავის შეტყობისას მისი რეაქცია. თუმცა მსახიობმა უარი თქვა ცერემონიალზე დასწრებაზე და ჟურნალისტების მიღებაზე. "არ იფიქროთ, რომ ცუდად გამოვიყურები, უბრალოდ არ მინდა არავის ნახვა" - განაცხადა მან. ჯილდო მიიღო მისმა ერთადერთმა ვაჟმა, ენტონი ლოუდერმა.


კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ჰედი ლამარს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს. ხოლო მსახიობის დაბადების დღე - 9 ნოემბერი - ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომგონებლის დღედ გამოცხადდა.






10
2107
20-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2107
  
2020, 1 აგვისტო, 15:20
ძალიან საინტერესო იყო ,
2017, 2 ოქტომბერი, 1:32
საინტერესოა ^^
2017, 29 აგვისტო, 14:19
ნამდვილად იმსახურებ ასეტ შეფასებას, გტხოვ pop up stores დაწერო, ძალინა წაადგება ქართულ რეალობას, მსოფლიოში 10წელზე მეტია უკვე და აქ ჯერ არც გაუგიატ. pop up stores მისი რაობა
2017, 28 აგვისტო, 16:25
გაიხარე. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
2017, 26 აგვისტო, 15:24
ნათია, რა მაგარ სტატიბს დებ, ყოჩაღ შენ
2015, 15 მაისი, 21:25
ძალიან დიდი მადლობა. :)
2015, 15 მაისი, 17:47
ძალიან საინტერსოა ნათია. გავაზიარე ,
2015, 14 მაისი, 12:21
G–G
2015, 14 მაისი, 12:06
დიდი მადლობა შეფასებისთვის.
2015, 13 მაისი, 23:54
აი ძალიან საინტერესო იყო,სათურმა დამაინტრიგა ძალიან და კიდევაც კარგი იყო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10