x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სიახლე BMW-სგან "მოტომოყვარულთათვის"
კარგათ მოგეხსენებათ, რომ ავტომობილი ეს არის გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი, სწრაფი და კომფორტული საშუალება. პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო საშუალებაში).


ისიც ცხადია, რომ ავტომობილების დიზაინი, კომფორტი და ტექნოლოგიები დღეს მეტად დაიხვეწა და განვითარდა. აქვე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ მოტოციკლი სწორედ რომ ამ სატრანსპორტო საშუალებას განეკუთვნება, წარმოადგენს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც აქვს ორი ან სამი ბორბალი. მოტოციკლები გამოიყენება როგორც სამგზავოდ, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით. მოტოციკლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა მსოფლიოში, მათი საერთო რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს, რომელიც პირველად შეიქმნა 1885 წელს გერმანიაში გერმანელი გამომგონებლების- გოთლიბ დაიმლერის და ვილჰელმ მაიბახის მიერ. პირველი მოტოციკლი უსაფრთხოების კუთხით ველოსიპედისაგან არ განსხვავდებოდა, თუმცა დღეს მათი დიზაინიც საკმაოდ დაიხვეწა და მოლოდინის ფარგლებს გასცდა.


მოტოციკლის ენთუზიასტებისთვის სიახლეები არ წყდება და ავტოშოუები გვთავაზობენ თავიანთ ახალ მოდელებსა თუ სატესტო ვარიანტებს, რომლებიც მეტად დახვეწილ და გაუმჯობესებულ დიზაინს წარმოადგენენ. დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ მინდა გამცნოდ სიახლე BMW-სგან, რომელიც ბაზრის ბესტსელერში მოხვდება აუცილებლად.


image




ნიჭიერმა თურქმა დიზაინერმა Mehmet Doruk Erdem-მა შეიმუშავა ამ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების არაჩვეულებრივი დიზაინი სპეციალურად BMW-ს მარკისთვის. ერთი შეხედვით აგრესიული და ფუტურისტული ტრანსპორტის წინა და უკანა მხარე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. წინა მხარე მთლიანად შენიღბულია ისე, რომ წამყვანი თვლებიც კი არ ჩანს. გამოირჩევა საოცარი სიჩქარით და არის აეროდინამიური ბრონირებული გარსით დაფარული. განსაკუთრებული სპეციფიკაციები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა სასწაულად ძლიერი ძრავას სწრაფ მუხრუჭს განაპირობებს ასევე საოცრად სწრაფი და ეფექტური მუხრუჭები.

imageimage

მხოლოდ ისღა დაგვრჩენია BMW-მ დაამტკიცოს თავისად ეს ფენომენალური სიახლე და სხვა ყველა წვრილმანსა თუ ფასზე ინფორმაციას ისევ მოგვაწვდიან და იმედია სულ მალე ვიხილავთ საავტომობილო ბაზრის ბესტსელერში.

0
137
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0