x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
კოლხეთი ძვ.წ VI-IV საუკუნეებში

imageბერძნულ სამყაროში"კოლხეთი" იგივე კოლხიდა აღნიშნავდა შავიზღვისპირა ქვეყანას, რომელიც იწყებოდა კავკასიონის ქედიდან და მთავრდებოდა დღევანდელ ტრაპეზუნის რაიონამდე.ჰეროდოტეს მიხედვით აქემენიანთა იმპერიამ თავიანთი სამფლობელოები სატრაპიებად დაყვეს და სწორედ მე-19 სატრაპიაში სამხრეთ კოლხეთში მცხოვრები ქართველი ტომები შედიოდნენ.ესენი იყვნენ:ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსხები და მარები.კოლხეთს კი ჰეროდოტე ცალკე გამოყოფს და აღნიშნავს რომ ისინი არცერთ სატრაპიაში არ შედიოდნენ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ.


ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით დამოუკიდებელი კოლხეთის პოლიტიკური ეკონომიკური ცენტრი ქალაქი ფაზისი უნდა ყოფილიყო.ამ დროისათვის შავი ზღვის როგორც აღმოსავლეთ ასევე სამხრეთ სანაპიროზე ძალიან ბევრი ბერძნული ახალშენი არსებობდა.ამ ახალშენებიდან ყველაზე გამოსარჩევი კი არის: ფაზისი, გიენოსი(ოჩამჩირე), დიოსკურია(სოხუმი), სავარაუდოდ ეს ახალშენები ქალაქ მილეტიდან მოსულ ბერძნებს უნდა დაეარსებინათ.ბერძნული ახალშენების დაარსებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ანტიკურ სამყაროსთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის გაცხოველებაში რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური პროცესების განვითარებას ადგილობრივ მოსახლეობაში.


ძვ.წ VI საუკუნეში კოლხეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ იონიური სავაჭრო -სახელოსნო ცენტრები.აქაური ნაწარმი, კერამიკა, ზეითუნის ზეთი, მარცვლეული და სხვა პროდუქცია ნაპოვნია ბათუმის, ქობულეთ-ფიჭვნარში, ფოთის მიდამოებში.სანაცვლოდ კოლხეთიდან კი გაჰქონდათ ხე-ტყე რომელიც საუკეთესო იყო გემების ასაშენებლად, ცვილი შესაძლოა ოქროც და ასევე რკინაც.შავიზღვისპირეთის ქვეყნები აგრეთვე წარმოადგენდნენ მონების ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს.შესაბამისად კოლხეთიდანაც გაჰყავდათ მონები რომლებიც ანტიკურ წყაროებში არაერთხელ არის მოხსენიებული.


imageგარე სამყაროსთან კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიურობაზე ლაპარაკობს აგრეთვე ის ფაქტიც რომ კოლხეთში არსებობდა ადგილობრივი ფული, კოლხური თეთრი.მსგავსი კოლხური მონეტები დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში.აქედან გამომდინარე კოლხური მონეტის ინტენსიური მიმოქცევა მიგვითითებს ადგილობრივი საზოგადოების მაღალ განვითარებაზე.

0
867
5-ს მოსწონს
ავტორი:ალ პაჩინო
ალ პაჩინო
867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0