x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ორივე სქესის საყურადღებოდ! როგორ ამოვიცნოთ ქალი და როგორ ვიბრწყინოთ მამაკაცის გვერდით
რითი იპყრობთ საპირისპირო სქესის ყურდღებას? რაშია თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო და რომელია თქვენი ძლიერი მხარეები? ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ქალის სურვილია სილამაზით, ხიბლით, მიმზიდველობით, სექსუალურობითა თუ სხვა კრიტერიუმებით მამაკაცის ზმანებას, სრულ იდეალს წარმოადგენდეს,
მაგრამ სამწუხაროდ ყველა მამაკაცის იდეალი არ არის ფიზიკურად ლამაზი თუ სექსუალური მანდილოსანი.


ქალი იდუმალი, გამოუცნობი, ყოველთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი უნდა იყოს. მისი ხასიათისა და გარეგნობის ცვლილება (ზომიერების ფარგლებში) იზიდავს და აღაგზნებს მამაკაცს. უნდა აჩენდეს პატარ-პატარა ყურადღების გამომხატველ ნიშნებს, რომელიც მამაკაცს აგრძნობინებს რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვის.


image



რამდენ თქვენგანს გაახსენდა მარცხი ბოლო პაემანის დროს? როდესაც ცდილობდა რომელიმე მხარე უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, თუმცა ვახშმის დროს ფეხის დაბაკუნებით, ან ყურზე "მოფხანვით" და წაჩურჩულებით არსებული რეალობა გამოიყურებოდა კომიკურად და შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა პირიქითი აღმოჩნდა.



image



სწორედ ამიტომ, ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა ფსიქოლოგების დახმარებით დაწერა სტატია, სადაც ორივე სქესს განუმარტავენ ყველა იმ საჭირო ქცევის ნორმას, რომელიც გვაიძულებს მოვახდინოთ გარკვეულ სქესზე დადებითი შთაბეჭდილება.



მაშ როგორ მოვიქცეთ "მასთან" შეხვედრის დროს?



1. გაიცინეთ მის ყოველ ხუმრობაზე...


რჩევა მამაკაცს: თუ რჩეული გოგონა მართლაც იცინის თქვენს ყველა ხუმრობაზე, დარწმუნებული იყავით, რომ სულ სხვა აზრები ამოძრავებს, კერძოდ კი ან რაიმე შურისძიების მაგვარი, ან თქვენთან მხოლოდ დროს და თქვენს ფულს ფლანგავს.


რჩევა ქალს: გაიღიმეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად გაქვთ ამის მიზეზი, ანუ როდესაც გეღიმებათ მის ხუმრობაზე. თქვენი ღიმილი მამაკაცს თავდაჯერებულობას მატებს და ხსნის დაძაბულობას, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა.


image




2. ესროლეთ თვალებით...


რჩევა მამაკაცს: ქალთა ჟურნალები აჭრელებულია "თვალით სროლის" ალგორითმებით, მათაც ეს კარგად დაიზუთხეს და თუ შეატყობთ, რომ ის ჯერ გიმზერთ თვალმოუშორებლად რამდენიმე წუთი, შემდეგ კი გადააქვს მზერა სხვა საგანზე და მალევე გიბრუნდებათ, ოღონდ ამჯერად უკვე წამწამების ქვევიდან მომართული, ეს სწორედ ის მკვლელი მზერაა, რომლითაც თქვენს მოჯადოვებას ცდილობს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრმა ეს მეთოდი კარგად "დაამუღამა", ხოლო ერთეულების შემთხვევაში კი სასაცილოცაა, რადგან თვალწინ გვიდგას თვითნასწავლი, ძალათ გიპნოზიორი.


რჩევა ქალს: ჩემო ძვირფასებო, თქვენ ამ ყოველივე ალგორითმის გარეშეც შესანიშნავად შეგიძლიათ დაამყაროთ ვიზუალური კონტაქტი საპირისპირო სქესთან, ვინაიდან ფლობთ ზებუნებრივად ნიჭს ამისას და თუ დაიწყებთ თვალებით სროლის ალგორითმის გამოყენებას, შეიძლება უნიკალურობა დაკარგოთ. თვალები ხომ სულის სარკეა, ხოდა გამოიწვიეთ მათი მეშვეობით გულწრფელი ინტერესი.


image





3. დააგდეთ ძირს რაიმე საგანი და შემდეგ სექსუალურად აიღეთ იგი...


რჩევა მამაკაცს: ასეთი ქცევით სინამდვილეში ქალი ცდილობს მოახდინოს თავისი ლამაზი ფეხების დემონსტრირება, თუმცაღა ძლიერი სქესის თვალში მაინც რჩება გრაციოზულად.


რჩევა ქალს: სულაც არაა საჭირო ყურადღების მისაქცევად, ან სულაც შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით რაიმე საგნის დავარდნა-აღების სცენა გაითამაშოთ, შესაძლოა რაიმე სინამდვილეში დაგივარდეთ და ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ იყოთ ღირსეული, რადგან ამ ნივთს თუ თქვენ აიღებთ ძირიდან, მამაკაცი თავს არაკომფორტულად იგრძნობს.

image





4. თითით მოეფერეთ ბოკალის ფეხს...


რჩევა მამაკაცს: თუ განსაზღვრული სასმელის მირთმევის დროს მანდილოსანი ბოკალს თითებით ეფერება ზევით-ქვევით, ე.ი ცდილობს თქვენს ტვინში ჩაწვდომას და ამით შეგიქმნათ ეროტიული ფანტაზიები.


რჩევა ქალს: ასე არასოდეს მოიქცეთ, ამით თქვენ ხაზს უსვამთ თქვენსავე ვულგარულობას.

image





5. თუ ეროტიულად შეჭამთ რაიმეს მისი თანდასწრებით...


რჩევა მამაკაცს: კიდევ ერთი ალგორითმი ქალური ხრიკებიდან, რათა მოახდინოს სექსუალურის შთაბეჭდილება. ასეთ შემთხვევაში ქალები ცდილობენ ეროტიულად მიირთვან ჩუპა, ნაყინი, ბანანი და ა.შ.


რჩევა ქალს: არსებობს ასეთი ანეგდოტი, რომ გოგონა, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა თაყვანისმცემელისთვის, რომ არ იყო ადვილად მისაწვდომი, პირველ პაემანზე ბანანს დანა-ჩანგლით ჭამდა. ეს უკიდურესი შემთხვევაა რა თქმა უნდა, თუმცა მანდილოსნები, რომლებიც ამ მეთოდით ცდილობდნენ შთაბეჭდილების მოხდენას, ეფექტი საპირისპირო აღმოჩენილა. ამიტომ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი, ნუ აჩქარდებით და ნუ იქნებით დაუდევრები.


image





6. ეთამაშეთ თმას და მოახდინეთ კისრის დემონსტრირება...


რჩევა მამაკაცს: ქალს უყვარს, როდესაც საკაუთარ ლოკონს თითით ეთამაშება, ასევე აქვს ჩვევა შეისწოროს ვარცხნილობა, თუმცა უმეტესი ამას აკეთებს არა ჩვევის გამო, არამედ შთაბეჭდილების მოსახდენათ, რადგან თმა ყველაზე ლამაზია რაც ქალს გააჩნია, კისერი კი ერთ-ერთი სექსუალური ორგანო. თუმცა ფსიქოლოგების დასკვნით, ასე იქცევიან ქალები, რომლებიც ცდილობენ ნდობა მოიპოვონ.


რჩევა ქალს: კარგი ჩვევაა, თუ ეს ბუნებრივად და ზომიერად ხდება, რადგან კარგად მოგეხსენაბთ, რომ არაზომიერების შემთხვევაში დაკარგავთ ინტერესს, რაც შეეხებათ მამაკცებს კი, საკმაოდ ხიბლავთ ქალის თმა და კისერი, ამიტომ მოახდინეთ მათი დემონსტრირება ორგანულად და ბუნებრივად.

image






7. საუბრის დროს დაუწიეთ ხმის ტემბრს და გაახშირეთ სუნთქვა...


რჩევა მამაკაცს: გოგონები რატომღაც მიიჩნევენ, რომ თუ უფრო დაუკლებენ ხმის ტემბრს, გაახშირებენ სუნთქვას და ასე განაგრძონებ საუბარს, უფრო სასურველები და სექსუალურები იქნებიან. ამიტომ მსგავს შემთხვევაში იცოდეთ, რომ მათ თქვენი მოხიბვლა უნდათ.


რჩევა ქალს: ფაქტობრივად ქალს ისედაც აქვს სხვადასხვა ხმა მდგომარეობიდან გამომდინარე და თუ შეიქმნა ინტიმური სცენა, ხმის ტემბრს თავისთავად დააკლდება, გახდება ნაზი, მიმზიდველი და სექსუალური, ამიტომ მსახიობობა საჭირო არაა.

image






8. ტელეფონით უთხარით, რომ აბაზანაში ხართ და შხაპს იღებთ...


რჩევა მამაკაცს: ზოგჯერ საათობით წვალობთ, რათა დაურეკოთ, ის კი მაინც არ ჩანს. ამიტომ ასეთ სიტუაციაში ქალი ხშირად იტყუება, რომ იმყოფებოდა შხაპის მისაღებად, ის იყო რაც ამოვიდა ვანიდან და ეძებდა დამატენიანებელ კრემს და უცებ გაიგონა თქვენი ზარი, რათა ამით აღაგზნოს თქვენი ინტიმური ფანტაზიები, არადა სრული შესაძლებელია დაკავებული ყოფილიყო სხვა ნებისმიერი საქმით, ან მაღალ ხმაზე უსმენდა მუსიკას და თქვენი ზარი უბრალოდ ვერ გაიგო.


რჩევა ქალს: უწყინარი ხუმრობაა, თუმცა უკეთესი იქნებოდა ურთიერთობა ტყუილების გარეშე.

image




9. გახდით მისი ჩრდილი...


რჩევა მამაკაცს: მრავალი ჟურნალი ასწავლის გოგონებს- იმისათვის მამაკაცებს რომ მოეწონოთ, მათი ჩრდილები უნდა გახდეთ, თუმცა ეს არ არის სრული რეზონანსი. ფსიქოლოგებიც გვინმარტავენ, რომ არავინ მოგვწონს ისე, როგორც საჭიროა, საკმარისად ჭკვიანი ქალები კი ახერხებენ ამ უკანასკნელ ხერხს მიმართონ, რათა დაიპყრონ რჩეულის გული.


რჩევა ქალს: გახსოვდეთ, რომ ბოლომდე ვერ შეძლებთ მისი ჩრდილი გახდეთ, რადგან ძლიერ სქესს უნდა შეუყვარდეთ თქვენ და არა თავისი თავი სარკის მიღმა. აქედან გამომდინარე გეგმები ვერ აეწყობა, ურთიერთობა კი განწირულია.

image





10. მთავარი და უპირველესი ორივე სქესისთვის...


მამაკაცები არ არიან წინააღმდეგნი ურთიერთობის დროს ქალების ხრიკებისა და კეკლუცობების, თუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება ორგანულად, სამართლიანად და თვალთმაქცობის გარეშე. ამიტომ გოგონების საყურადღებოდ- "ნუ ენდობით ბრმად ჟურნალებსა და სხვადსხვა სოც-ქსელში გამოქვეყნებულ ამდაგვარ რჩევებს", ვინაიდან ბუნებრივობა, გულწრფელი გრძნობა და თვითკმაყოფილება მთავარი იარაღია საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.

image




P.S. ყველას გისურვებთ წრფელ, მარადიულ და თავბრუდამხვევ სიყვარულს.


0
1091
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1091
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0