x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2014 წლის ყველაზე სახალისო ცხოვრებისული კურიოზები
მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გასულ წელს და გავიხსენოთ ყველაზე სახალისო ცხოვრებისული კურიოზები.


1-კაცი რომელსაც თითქმის 30 წელი არ სჯეროდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა


image16 იანვარს, ტოკიოში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონიის საიმპერატორო ჯარის უმცროსი ლეინტენატი ხიროო ონოდა, მან სახელი გაითქვა იმით, რომ არ ეჯერა მეორე მსოფლიო ომის დამთავრება და 29 წლის განმავლობაში იმალებოდა ფილიპინების ჯუნგლებში, კერძოდ კუნძულ ლუბანგზე.

მხოლოდ 1974 წელს სპეციალურად ფილიპინებში ჩაფრინდა მისი ყოფილი მეთაური და პირადად შეხვდა გაჯიუტებულ ჯარისკაცს და დაარწმუნა, რომ დროა იარაღი ჩაებარებინა.



2-კაცი შვებულებაში გავიდა და იქიდან დაბრუნდა......როგორც ქალი

image33 წლის პოლიციელის ტიაგო დე კოსტა ტაიშერის თანამშრომლები გაოცებისგან პირდაღებულები დარჩნენ, როდესაც მათი კოლეგა შვებულებიდან დაბრუნდა, როგორც..ქალი, კოლეგები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ დაქორწინებული მამაკაცი, ორი შვილის მამა ასე რადიკალურად გადაწყვეტდა შეეცვალა პირადი ცხოვრება, იუწყება Daily Mail-ი.ყოფილი ნარკოტიკებთან მებრძოლი განყოფილების უფროსი მამაკაცი, მომხიბვლელ ქალად იქცა-სახელად ლორა.

როგორც აღმოჩნდა პოლიციელი შვებულების დროს გაემგზავრა სპეციალურად ტაილანდში, რომ დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და სქესის შეცვლის ოპერაცია გაეკეთებინა.



3-ირანის ქალთა ნაკრების ფეხბურთელები სინამდვილეში მამაკაცები იყვნენ

image

ირანის ქალთა ნაკრების 4 ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული იქნა მას შემდეგ, როდესაც გენდერული ტესტი ვერ გაიარეს.როგორც აღმოჩნდა ფეხბურთელები მამაკაცები იყვნენ, (თან გუნდის ლიდერები)რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებდნენ ოპერაციის მეშვეობით სქესის შეცვლას.


4-ჩრ. კორეამ მზეზე ადამიანი დასვა და იმავე საღამოს დაბრუნდა

imageინფორმაცია პირველად გაავრცელა ისლანდიურმა Waterford WhispersNews-მა.


ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 21 იანვარს ჩრ.კორეამ მზეზე გაუშვა კოსმონავტი და შემდეგ იმავე საღამოს უკან დაბრუნდა, განცხადებაში ნათქვამია: "ასტრონავტი ხუნგ ილ გონმა 21 იანვარს, ღამის 3 საათზე დატოვა დედამიწა და 4-საათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ დაეშვა მზეზე."


პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი გაფრინდა მზეზე და საღამოს ვახშამისთვის დაბრუნდა, აღსანიშნავია, რომ პირველი კოსმონავტის ბიძა თვით ჩიმ ჩენ ინია, კ.ს.დ.რ-ის მეთაურის.მთლიანად კოსმონავტს მისიისთვის 18 საათი დასჭირდა.კორეის ცენტრალური ტელევიზია იუწყება, რომ კოსმონავტი გაფრინდა ღამით, იმისთვის, რომ მზისგან დამწვრობა არ მიეღო, "ჩვენ ძალზედ ბედნიერები ვართ, რომ გამოვაცხადოთ წარმატებული მისია მზეზე"..."ამრიგად ჩრ.კორეამ შესძლო და აბსოლუტურად ყველა ქვეყანას აჯობა კოსმოსურ შეჯიბრში, ხუნგ ილ გონი გმირია და იმსახურებს ისეთ პატივისცემით მიღებას, როგორიც ამ დილით გაიმართა და ნამდვილ გმირს შეეფერება."


საქმე იმაშია, რომ მსგავსი ინფორმაცია ამ ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას შეიძლება სერიოზულად მიეღო და თვით ქვეყნის ხელისუფლებასაც ხელეწიფება მსგავსი ინფორმაცია გაავრცელოს, რაც შეეხება წყაროს, ეს გამოდგა Waterford Whispers News-ის მიერ გაკეთებული კარგი სატირული ხუმრობა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერნეტ-პორტალებმა აიტაცეს.


5-ძროხის და ხარის ქორწილი, რომელიც 17 000$ დაჯდა

imageინდოეთის ქალაქ ინდაურში შედგა ძროხის და ხარის ქორწინების ცერემონიალი. ქორწინების სამაზადისი ორი თვე გრძელდებოდა.

ძროხა განგის და კურო პარაკაშას დაქორწინება ინდაურის მოსახლეობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც რამდენიმე მეზობელი რაიონი დაზარალდა წყალდიდობისგან და სეტყვისგან.

ფული ადგილობრივმა ფერმერებმა დადეს, თითომ 80$, ცერემონია მდიდრული გამოვიდა, "პატარძალი" ძვირფასი სამკაულებით შეამკეს, ქორწილს 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის მეზობელი სოფლებიდანაც.


6-დაეხმარე მათხოვარს და სასწაულიც მოხდება.. ანუ კურიოზი ფრანგულად

image

ფრანგი ქალბატონი კარინ გომბო ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა მეუღლესთან და 15 წლის ვაჟთან ერთად.ქალმა Grand Central Terminal-ის რაიონში დაინახა მამაკაცი, რომელიც ნაგვის ბუნკერში იქექებოდა, იგი შეძრწუნდა ნანახით, შეეცოდა მაწანწალა, მიუახლოვდა მას და შესთავაზა დარჩენილი პიცა, რომელიც მორჩა რესტორან "Little Italy"-დან.თან ბოდიში მოუხადა, რომ პაკეტში ჩადებული პიცა უკვე გაცივებული იყო.
უსახლკარო მათხოვრმა მხურვალე მადლობა მოუხადა, გამოართვა საკვები და მადიანად შეექცა.

ორი დღის შემდეგ სასტუმროს თანამშრომლებმა კარინს აჩვენეს გაზეთ New York Post-ის ახალი ნომერი, სადაც გამოქვეყნებული იყო მისი და უსახლკარო მამაკაცის ფოტოები...ადამიანი, რომელსაც კარინმა პიცა აჩუქა, ჰოლივუდის მსახიობი რიჩარდ გირი აღმოჩნდა, როგორც აღმოჩნდა მიმდინარეობდა ფილმის-"Time Out of Mind"-ის გადაღება.ფოტოგრაფმა, რომელიც გადასაღებ მოედანზე მუშაობდა, რა თქმა უნდა ეს მომენტი არ გამოტოვა...


7-სექსუალურად აღზნებული ქალი თვითმფრინავის სავარძელზე მიაბეს


ერთი ახალგაზრდა ქალბატონი პოლიციამ დააკავა თვითმფრინავში სექსის გამო. ახალგაზრდა ქალის ვნებიანი ხმაური ბორტგამცილებელმა ტუალეტში შეაწყვეტინა რეისი ლონდონი-ლას ვეგასის დროს.


20 წლის გოგონამ, რომელიც მშობლებთან ერთად მგზავრობდა, გვერდზე მჯდომ მამაკაცს დაუწყო არშიყი, მასთან ერთად მან რამდენიმე ჭიქა დალია, ხოლო შემდეგ წყვილმა ტუალეტში გადაინაცვლა, ქალის ვნებიანი ხმაური ისეთი ხმამაღალი იყო, რომ ბორგამცილებელი იძულებული იყო წყვილს ტუალეტში შევარდნოდა მგზავრების ჩივილის გამო.ხოლო "ამძუებული" ქალი როცა ვეღარ დააკავეს, იძულებილი გახნდნენ სავარძელზე მიებათ.


8-ამერიკელმა ნოუთბუქზე დაქორწინება გადაწყვიტა

imageკრის სედმა სასამართლოს უცნაური თხოვნით მიმართა:დართონ ნება, რომ საკუთარ ნოუთბუქზე იქორწინოს.

ამერიკელმა თავის საქციელი იმით ახსნა, რომ როდესაც ლეპტოპი MacBook-ი იყიდა, მუდმივად პორნოგრაფიას უყურებდა, ახლა კი სურს, რომ სექსით მხოლოდ ლეპტოპთან დაკავდეს, დანარჩენი მას ცხოვრებაში უკვე არაფერი აინტერესებს, არც ადამიანები და არც რაიმე სხვა საგნები, ნათქვამია 50 გვერდიან მოხსენებაში, რომელიც კრისმა ფლორიდის საოლქო სასამართლოს გაუგზავნა.

თუმცა ყველა ყველა შტატის სასამრთლომ უარი განუცხადა.


8-სახლიდან გამოპარული ტიტლიკანა საყვარელი

imageimageimageimageimageimageამ საკმაოდ სასაცილო და კურიოზული ფოტორეპორტაჟის ისტორია ასეთია:მეზობელი მოპირდაპირე სახლიდან დილით ადრე მამაკაცი გამოვიდა აივანზე სიგარეტის მოსაწევად და ასეთ უცნაური სურათს გადააწყდა.შიშველი მამაკაცი ჩქარი ტემპით კორპუსზე ჩამავალი მილის მეშვეობით სტოვებდა საცხოვრებელ ბინას.

როგორც არმოჩნდა მამაკაცმა მთელი ღამე საყვარელთან განცხრომაში გაატარა, დილით კი მოულოდნელად ქმარი წამოადგათ თავზე...ღამის დონ-ჟუანმა ჩაცმაც კი ვერ მოასწრო და ისე ფართხაფურთხით, საკამოდ დიდი რისკის ფასად ჩამოუყვა მილს და მიიმალა.


9-მამაკაცს პენისის გასადიდებელი მოწყობილობის ყიდვა უნდოდა და მიყიდეს....ლუპა

image
მამაკაცმა მალაიზიიდან ინტერნეტ-მაღაზიით გამოიწერა პენისის გამადიდებელი ნოწყობილობა 170$-ად, მაგრამ გამყიდველებმა მას გამოუგზავნეს 5$-ად ღირებული ლუპა და თანაც ინსტრუქციაც მოაყოლეს.


მყიდველმა საჩივარი შეიტანა მომხმარებელთა დაცვის გაერთიანებაში, რომ დაისაჯონ მახვილგონიერი თაღლითები, როგორც კავშირის თავმჯდომარემ მაიკლ ჩონგმა განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არაა.


10-22 მაშველის მეშვეობით სტუდენტი გიგანტური საშოდან ამოიყვანეს



კურიოზული ინციდენტი მოხდა გერმანიის ქალაქ ტიუბინგენში.

ამერიკელი სტუდენტი, რომელიც გერმანიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა, დაინტერსდა 32 ტონიანი სკულპტურით, რომელიც ჩილელ მხატვარ ფერნანდო დელა ჰარას ეკუთვნის.სკულპტურის სახელია "Chacán-Pi"(დაკავდე სიყვარულით).იგი დგას ტიუბინგენის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ფაკულტეტის ეზოში.

ახალგაზრდა კაცმა გადაწყვიტა შემძვრალიყო სკულპტურის ხვრელში, რომელსაც საშოს ფორმა აქვს, თუმცა იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მის ხელახლა "შობას" 22 მაშველის დახმარება დაჭირდა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით 13 წლის მანძილზე, ანუ იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მონუმენტი გაიხსნა, ამერიკელი სტუდენტი პირველია, რომელმაც გიგანტურ საშოში შეძვრენა მოინდომა, მანამდე მსგავსი ქმედება თავში არავის მოსვლია.


11-კოლუმბიელმა ქალმა ფეხმძიმობის საწინააღმდეგოდ კარტოფილი გამოიყენა და შედეგად საავადმყოფოში მოხვდა

imageკოლუმბიელმა ქალმა კარტოფილი, როგორ კონტრაცეპცია ისე გამოიყენა.2 კვირის შემდეგ გოგონას მუცელში ძლიერი ტკივილები დაეწყო და საბოლოოდ საავადმყოფოში მოხვდა, იუწყება Colombia Reports -ი.

"დედამ მითხრა, რომ თუ გინდა რომ არ დაფეხმძიმდე, კარტოფილი უნდა ჩაიდოო იქ.მეც დავუჯერე ."-განაცხადა გოგონამ.
კარტოფილი დაახლოებით 2 კვირა ედო გოგონას სხეულში, სანამ ძლიერი ტკივილები არ დაეწყო.
როგორც აღმოჩნდა კარტოფილი გაღვივდა ახალგაზრდა ქალის სხეულში და ფესვების გადგმა დაიწყო.
ექიმებმა კარტოფილი ქალის სხეულიდან ამოიღეს.მათივე განცხადებით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ხანგრძლივი გვერდითი მოვლენებიც არაა მოსალოდნელი.

12-კურიოზული სექსი იტალიის სანაპიროზე


თბილ და წყნარ ამინდში პორტო სან ჯორჯიოს ქვიშიანი სანაპირო წყვილმა გადაწყვიტა ცარიელი პლაჟი სათავისოდ გამოეყენებინათ. შევიდნენ ანდრეატიკის ოკეანის მარილიან წყალში და იქვე გადაწყვიტეს ერთმანეთთან ინტიმური კავშირი დამყარებინათ.

თუმცა სქესობრივი კავშირი მარცხით დამთავრდა..ისინი ერთმანეთს გადაებნენ.
არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ცოლ-ქმრის პლაჟზე ყურყუტი, რომ არა შემთხვევით გავლილი ქალი, რომელმაც წყვილს ზეწარი ააფარა.



საბოლოოდ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ქალს ის ინექცია გაუკეთეს, რომელსაც ჩვეულებრივ ფეხმძიმე ქალებზე ხმარობენ საშვილოსნოს ყელის გასაფართოვებლად.





0
728
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0