x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთი კაცით ვერ დაკმაყოფილებული ქართველი ცნობილი ქალი " სექს-ბომბები"
ახსნა-განმარტება აღარ ჭირდება იმას, რომ უცხოელი თუ ქართველი ცნობადები მუდამ ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში ხვდებიან. მართალია არიან ცნობადები, რომლებიც დღემდე პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური-ს" სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს.


image

დღევანდელ სტატიაში კი მინდა ის ქართველი, ცნობილი ქალბატონები წარმოგიდგინოთ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მანძილზე ვერ დასჯერდნენ ერთ მამაკაცს და მრავალჯერ გათხოვდნენ. ერთი სიტყვით კი გთავაზობთ ქართველი სექს-ბომბების ცხელ მარათონს:



1. ია ფარულავა.



უბრალოდ არ შემეძლო ჩამონათვალი იას გარეშე დამეწყო, რომელიც განურჩევლად ყველა დროში ინარჩუნებს სექსუალურის სტატუსს და მის სილამაზეზე საზღვრებს გარეთაც ლეგენდები დადის. ერთი სიტყვით კი, მათთვის ვინც არ იცით- ია დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს ქალაქ თბილისში, მხატვრის ოჯახში. კარგად მოგეხსენებათ, რომ არის მსახიობი, რომელმაც აღნიშნული კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო და მისი პირველი როლი შედგა 1981 წელს თენგიზ მაღალაშვილის ფილმში "ძნელი დასაწყისი", სადაც ის ობოლ გოგონას- თიკოს განასახიერებს. ფილმი უდედმამო ბავშვთა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისა და მათი აღმზრდელების რთულ ურთიერთობას ეხება. მას შემდეგაც იამ მრავალ ფილმში ითამაშა, რომელთაც საყოველთაო აღიარება მოუტანეს, თუმცა მსახიობი არ დასჯერდა მხოლოდ საქართველოს და ბედი ა.შ.შ-შიც მოსინჯა.


imageimageimage
აქვე არ მინდა სტატიის თემას გადავუხვიო და გეტყვით, რომ მსახიობი პატარა ასაკში გათხოვდა ქართველ მამაკაცზე, რომელიც როგორც ამბობდნენ ხშირად ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა იას, ამიტომ ეს უიღბლო ქორწინება განქორწინებით დასრულდა და მას შემდეგ გადავიდა ია ა.შ.შ-ში საცხოვრებლად. მართალია კარიერის თვალსაზრისით ფესვები ჰოლივუდში ვერ გაიდგა, თუმცა ჰქონდა იქაც რამოდენიმე კინოროლი, გადაიღეს სარეკლამო რგოლსა და მუსიკალურ კლიპში. გაიცნო ისეთი ნიჭიერი და ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან "რობერტ დე ნირო" და "ჯონი დეპი".

imageimageimageimageimage



იქ ია მილიონერ უცხოელზეც გათხოვდა, თუმცა საქართველოში დაბრუნების სურვილით მასაც დაშორდა.

image


ამის შემდეგ იამ ცხოვრება ფადი ასლის დაუკავშირა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ფადი და ია სკანდალურად დაშორდნენ და მის შემდეგ იას ცხოვრებაში პარლამენტარი ოთარ სირაძე გამოჩნდა. ია და ოთოც მალე დაშორდნენ.


როგორც ცხადია ია მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში და კარგად გახსოვთ ალბათ მისი გადაცემა პირველ არხზე- "ჩემი მშვენიერი ლედი". ამ ბოლო უკანასკნელ წლებში კი ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს "ნიჭიერის" ყველაზე თამამი ჟიურია. შარშანდელ პროექტს ვინც ადევმნებდა თვალს და თუ არ ადევნებდა, ქართული პრესის საშუალებით მაინც გაიგებდა, რომ იას შოუს მსვლელობის დროს პირდაპირ სცენაზე სთხოვა ხელი გიტარისტმა, ვინმე ტარიელ სუარმა, რომელსაც იგი ცოლობაზე დათანხმდა.

imageimageimage
იას და ტარიელის ცხოვრების ყველა დეტალი უმალ ხდებოდა საზოგადოებისთვის ყვითელი პრესისგან ცნობილი. მათი რამდენიმე სკანდალური დაშორება ალბათ დღესაც გახსოვთ, რომელთაგან ერთ-ერთის მიზეზი სტილისტი ვინმე მიშა გასიტაშვილი იყო. აგორებული ჭორი თუ უბრალოდ ცოტათი გაბუქებული რეალობა, თუმცა მაინც აქტუალური თემა და მათი ცხოვრების განხილვის საკითხები, წყვილი კი დღესაც ერთადაა და ამჯერად უკვე ცდილობს იზოლირებულად დაიჭიროს თავი პრესისგან.

imageimageimageimageimage





2. შორენა ბეგაშვილი.


ყველაზე რეიტინგული ქართველი სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება და ქალთა შურის ობიექტი, სილამაზის ეტალონი შორენა ბეგაშვილიც მოხვდა რაღა თქმა უნდა ამ ნაკრებში. საზოგადოებამ იგი ძირითადად ერთ-ერთი ეროტიული გადაცემით გაიცნო, მას შემდეგ კი ქართული თანამედროვე ფილმების რამოდენიმე ეპიზოდური როლებიც ერგო და დღემდე ტელეგადაცემის "იღბლიანი ბორბალის" კაშკაშა სახეა. შორენა ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი. პირველად მან ბავშვობის სიყვარულზე – ზურა ბარბაქაძეზე იქორწინა და წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი- ევა ჰყავს, თუმცა დღეს ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ევა დედასთან ერთად იზრდება. როგორც პრესა იუწყება, წყვილის დაშორების მიზეზი ქმრის ღალატი გახდა, ინტერვიუს დროს კი ზურამ ეს ფაქტი უარყო.


imageimageimage


ცნობილი გახდა, რომ ქართველ სექს-სიმბოლოზე დავით ბაგრატიონიც იყო შეყვარებული. გავრცელებული ინფორმაციებით მსახიობი ყოველთვის შეძლებულ ბიზნესმენებთან აბამდა რომანს. ერთ-ერთი საყვარელი მამაკაცის, მამუკა ფიფიას საპატივცემულოდ მან ხელზე ტატუც კი გაიკეთა. მამუკა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესაც დაშორდა. ნანაძეც რუსეთში მოღვაწეობს, ოჯახი მასაც ჰყავს. მამუკა ფიფიასგან განსხვავებით, ნანაძე არ ერიდებოდა სოციალურ ქსელში შორენასთან ერთად გადაღებული ფოტოების გავრცელებას. ის მსახიობს უკეთებდა განსაკუთრებით ძვირადღირებულ საჩუქრებს, დასასვენებლად მიჰყავდა მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში, მაგრამ მათი სიყვარულიც დაშორებით დასრულდა.


image


აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ შორენა დღემდე უყვარს გენო მალაზონიას, რომელიც მსახიობზე დაქორწინებასაც გეგმავდა, მაგრამ ქორწინება ვერ შედგა. ამ ინფორმაციის თანახმად, ნანაძისა და ბეგაშვილის სიყვარულის ისტორიაც ირაკლი ნანაძის მეუღლეს მოსკოვში (სავარაუდოდ) სწორედ გენო მალაზონიამ გააგებინა.

imageimageimageimageimage




3. თიკო სადუნიშვილი.


თიკო საზოგადოებამ პირველად პირველი სტერეოს არხზე, მაესტროს გადაცემაში იხილა, სადაც იგი თავის გუნდელებთან ერთად ართობდა მაყურებელს. შემდეგ კი მან დუეტი ჩაწერა რეპერ ლექს-სენთან ერთად სათაურით "გესმოდეს", სადაც თიკო მოკლე შორტში იყო გამოწყობილი და ამ სითამამით საზოგადეობის განკითხვა დაიმსახურა.

imageimage

ერთი სიტყვით კი თიკო ოფიციალურად სულ 2-ჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქმარი მიშა ბალუაშვილია, რომლისგანაც ვაჟიშვილი დათუნა ყავს. მეორედ კი თიკა ცოლად გაყვა სოსო თოლორაიას, რომელთან ერთადაც მაესტროს ეთერში მუშაობდა და სწორედ იქ გაიცნო და დაუახლოვდა წყვილი ერთმანეთს. თუმცა მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა და სოსო ამერიკაში წავიდა.

image

ამბობდნენ, რომ სწორედ იმ პერიოდში თიკო პროკურატურის პრესსამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან თემურ დოლიძესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც თინა კანდელაკის პირველი ქმარი გახლდათ. თემურ დოლიძის ახლობლების განცხადებით, სწორედ ის დაეხმარა თიკოს დეპრესიის გადალახვაში, მას ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით და დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ ღალატის გამო დაშორდნენო.



imageimageimage


რამდენიმე წლის წინ, როცა თიკო “თბილისი ლაივით” დაბრუნდა ეთერში, ჭორაობა დაიწყეს სადუნიშვილის და ბიზნესმენ გენო მალაზონიას სიყვარულის შესახებ. საჯაროდ ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. ამბობენ, რომ თიკო გენო მალაზონიამ შორენა ბეგაშვილში გაცვალა, “ბამბა რუმსის” შესასვლელში სადუნიშვილმა და ბეგაშვილმა ამის გამო თმით ითრიეს ერთმანეთი.

image






4. ეკა კვალიაშვილი.


სრულიად საქართველოს მასშტაბით გახდა რამოდენიმე თვეა ცნობილი, რომ მომღერალი შეპყრობილია ნეიროვირუსის დაავადებით. მაშ რა არის ეს ნეიროვირუსი? ნეიროვირუსი არის ვირუსის სახეობა, რომელიც ნეირონების საშუალებით ვრცელდება ადამიანის ორგანიზმში და აღწევს თავის ტვინს. ნეიროვირუსის ტიპიური მაგალითია ცოფის ვირუსი. ცხოველის ნერწყვში არის ბაბეშნეგრის სხეულაკები. კბენიდან სპეციალური ნეირონებით გადაეცემა ნეიროვირუსი თავის ტვინამდე და ხდება კლინიკური ნიშნების გამოვლენა. კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან ათი დღის განმავლობაში ძაღლი (თუ სხვა, მიზეზის გამომწვევი ცხოველი- კატა, კურდღელი და სხვა) კვდება.


P.S. სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მომღერალს.


რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი ეკა კვალიაშვილია. ხუმრობაც კი არსებობს გოგონებში ასეთი: ეკა კვალიაშვილის რეკორდი უნდა მოვხსნაო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკუთარ პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავდნენ ცნობილი ქართველი ქალები, ეკა მისი ახალი სიყვარულის ამბებს პრესას არ უმალავდა. მომღერლის პირველი ქმარი მხატვარი თემურ გვალია გახლდათ, მასთან ეკას ქალიშვილი ნუკა ჰყავს, რომელიც “საქართველოს ვარსკვლავიდან” გაიცნო მსმენელმა. ამბობენ, რომ თემურ გვალია ქალიშვილს ყურადღებას არ აქცევს და მისთვის დედაც და მამაც სწორედ ეკაა. ალბათ ამიტომაც გადავიდა ერთი წლის წინ ნუკა დედის გვარზე და კვალიაშვილი გახდა.

imageimageimageimageimage
ეკამ პირველი ოჯახი პატარა ასაკში შექმნა, თუმცა მიიჩნევს, რომ არც დიდ ასაკში შექმნილმა ოჯახებმა გაამართლა. “ბედი თქვი, თორემ ჭკვიანურად უნდა გათხოვდე. სამი წელი ვიცხოვრე პირველ ქმართან, ორწელიწად-ნახევარი – მეორესთან და ორი წელი – მესამესთან. ნახევარ წელიწადს ვაკლებდი ყოველ ჯერზე”, – განაცხადა ეკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. ეკას ბოლო ქმარი ვიტალი მიმინოშვილი საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.





5. ლიზა ბაგრატიონი.


ლიზა საზოგადოებისთვის უფრო დასამახსოვრებელი და ცნობილი ძირითადად უცნობის მუსიკალური კლიპიდან "სიყვარული დაფრინავს" გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს, მისი გათხოვება-გაშორებები მაინც საჯარო ხდება. მისი პირველი ქმარი “ტელევიზიონშიკი” გიორგი ლეონიძე გახლდათ. მეორედ ლიზამ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეზე იქორწინა, მასთან ვაჟი ირაკლი ჰყავს. ორი წლის წინ კი ლიზა მესამედ გათხოვდა – “შვიდკაცას” წევრ დავით ნოზაძეზე. სულ ცოტა ხნის წინ “ამბები.გე-ს” ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ ლიზამ მესამე ოჯახიც დაანგრია და ახლა მუსიკოს გიორგი ცაგარელს ხვდებაო. თუმცა ამაზე საუბარი არც ლიზამ, არც დათო ნოზაძემ და არც გიორგი ცაგარელმა ისურვეს. რამდენიმე დღის წინ “ამბები.გე-მ” ლიზას და გიორგის ფოტოები მოიპოვა, რომელებიც ნიუ-იორკში, "ტაიმსქვერზეა" გადაღებული.

imageimageimageimageimage

10
3989
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3989
  
2015, 4 იანვარი, 3:42
კარგი ერთი რა,ია ფარულავასავით არ ნადირობდა ფულიან კაცებზე და პიარის გასაკეთებლად უსინდისოდ მაინც არ იქცეოდა
2014, 26 დეკემბერი, 13:24
აქედან ეკა კვალიშვილია ჩემპიონი, საყვარლების ყოლაში..... არ ვიცი რა სჭირდა,ცოფი? თუ ნიმფომანი იყო,...ფაქტია კაცი არ დატოვა თბილისში...... ეხლა გამოდის და მორალზე ესაუბრება ახალგაზრდობას და საზოგადოებას ადანაშაულებს,მის ავადმყოფობაში.....
2014, 25 დეკემბერი, 20:47
ხოო, თავისთავად, თუმცა სტატიაში არაფერია უხამსი, პირდაპირი მნიშვნელოვით რომ გვესმის ხოლმე ყველაფერი... :)
2014, 25 დეკემბერი, 20:41
სათაურის გამო ვერ მიხვდა
2014, 25 დეკემბერი, 20:31
გმადლობ ;) აი რას ნიშნავს წარსულში ტელევიზიას თვალს რომ ვადევნებდი და ბოლო წელიწადნახევარი კი მედიის მომხმარებელი ვარ :)))
2014, 25 დეკემბერი, 20:30
გმადლობთ ბატონო ლიცი, მაგრამ საკონკურსოში საერთოდ არ მოხვდა :D:D:D
2014, 25 დეკემბერი, 20:02
მაგარია მაკა, ინფორმირებული "ჩიტი" გყოლია მეგობარო. :)))
2014, 25 დეკემბერი, 19:59
მაგარი ნაშრომიაააა
2014, 25 დეკემბერი, 19:58
ბევრი გიშრომიათ. ჩემი აზრით, სტატია კონკურსში გამარჯვები კანდიდატთა სიაში უნდა იყოს
2014, 25 დეკემბერი, 19:56
მალადეც მაკააა"D"D"D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10