x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
დროის 10 საიდუმლო, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია (ნაწილი1)
ჩვენს სამყაროში განსაზღვრული როლი როგორც ვიცით უკავია დროს. თუმცა ერთი შეხედვით ეს დრო არის მარტივი ამოცანა- 60 წამი, რომელიც წუთში 60-ჯერაა, 60 წუთი, რომელიც საათში 60-ჯერაა და საათი, რომელიც დღეში 24-ია; დღეებს მოყვება კვირები, კვირებს თვეები, თვეებს წლები და ასე უსასრულოდ, თუმცასაბოლოოდ დროსაც გააჩნია საიდუმლო ფენომენი, რომლებიც დრო და დრო თავისი ორაზროვანი წარმოჩენით გაკვირვებას გვბადებს. დღევანდელ პოსტშიც სწორედ რომ დროის ის 10 საიდუმლო მინდა გამცნოთ, რომლებიც დღემდე იდუმალ ჩიხშია და ჩვენს განცვიფრებას იწვევს. აი ისინიც:



1. დროის გახანგრძლივება.

ფიზიკოსებს სჯერათ, რომ დრო ფუნდამენტური საზომია სამყაროსი, თუმცა მაგალითები დროის ხაზოვან ნაკადზე, უარყოფს ფარდობითობის თეორიას. მიიჩნეოდა, რომ დრო იყო მარტივი და აბსოლიტური, სინამდვილეში კი მასზე გავლენას ახდენს სიჩქარე, ძალა და სიმძიმე. როდისმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, თუ როგორ იგებენ თქვენი მობილური ტელეფონის მეშვეობით, თქვენს ადგილსამყოფელს რუკაზე? გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS) ჩართულია ტელეფონის ქსელში 24 თანამგზავრით, რომელთაგან თითოეულს აქვს ზუსტი ატომური საათი და დედამიწის საათთან შედარებით, ისინი დღეში კარგავენ 7 მიკროწამს, ვინაიდან მდებარეობენ დროის ნელ ნაკადში. კონპენსაციის გარეშე კი ეს მცირედი დანაკარგი იქნებოდა დროის დიდი დანაკარგი. სისტემა GPS-ს ხშირად შეაქვს მცირე კორექტირებები, რადგან დრომ იმოძრაოს ნელა, რასაც ფიზიკოსები "დროის გახანგრძლივებას" უწოდებენ. მისი გავლენით ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს დედამიწის გარშემო 20 წლის მანძილზე და აღმოაჩინოს თავი უშორეს მომავალში, ხოლო დროის გახანგრძლივებას თუ ზუსტ წერტილამდე მივიყვანთ, შეიძლება გაჩერდეს დრო და უკვდავებას ჰქონდეს ადგილი.

image






2. დრო და მედიტაცია.

ფსიქოლოგთა პრინციპების თანახმად, 1890 წელს ფსიქოლოგი William James-ი თვალყურს ადევნებდა თუ რაოდენ იოლი შეიძლება ყოფილიყო ადამიანისთვის რეალური დრო, რადგან წარსულის ექო და მომავლის გადაკვეთა, შეიცავს მოკლე დროს. ამიტომ ჯეიმსი მოუწოდებდა პაციენტებს დაეტოვებინათ წარსული და მომავალი, და ეცხოვრათ აწმყოთი. მაგრამ სამწუხაროდ ეს წარმოსადგენად იოლი აღმოჩნდა, გასაცნობიერებლად კი ძნელი, დღემდე ხშირია როცა წარსულზე ფიქრი და წუწუნი არ გვშორდება და მომავლის იმედით ვიღწვით რაღაცისკენ, რომელსაც შეიძლება ვერც კი მივაღწიოთ. ჯეიმსი მაინც თავის პოზიციაზე რჩებოდა ყოველთვის, რომ გვეცხოვრა აწმყოთი. მედიტაციაც სწორედ რომ მიზნად ისახავს გაიგოს მნიშვნელობა თითოეული დროსი, რაც პოტენციურად გაგვათავისუფლებს ასევე შფოთვასა და დეპრესიისგან, ვინაიდან ანელებს აღქმის უნარს.

image





3. წელიწადში ნახტომი.

როგორც ვიცით, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თებერვალში გვაქვს ერთი ზედმეტი დღე- რიცხვი 29. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ორბიტა დედამიწას მოერგოს. ფაქტობრივად 365 დღე კი არა, 365, 242 დღე ჭირდება რათა დედამიწამ განახორციელოს ბრუნი მზის გარშემო. თუ 4 წელიწადში ერთხელ არ დაამატებდნენ ამ დღეს, მაშინ წელიწადში 6 საათი დაიკარგებოდა. მართალია ბანკი, სამედიცინო დაწესებულებები და სხვანი არ აღიარებენ 29 თებერვლის ლეგიტიმურობას, მაგრამ ის მაინც არსებობს.

image






4. წუთი ნიუ-იორკში.

იდეა მოიცავს იმას, რომ დიდ სივრცეში მოვლენები ხდება იმდენად სწრაფად, რომ დროც სწრაფდება. ერთი მშვიდი წუთი კი შეიძლება მოგვეჩვენოს ხანგრძლივ დროდ, ეს არის განსაკუთრებული გრძნობა- დროის აღქმა დიდ მეგაპოლისში. ვინც გამოდის მეტროდან და ხვდება ამ ქუჩაზე, უთუოდ გრძნობს ამას. მაშ რა ქმნის ასეთ დიდ ეფექტს? ეს კი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მონაცემებს ვხედავთ თვალის სწრაფი შევლებით, რაც ზრდის ეფექტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგივე ეფექტი წარმოიქმნება ნიუ-იორკის მკვეთრ და მაღალსართულიან შენობებზე თვალის შევლებისას.

image






5. მუსიკა და დრო.

როდისმე გქონიათ შემთხვევა და სულით-ხორცამდე შეგიგრძვნიათ მუსიკა? მაშ დამეთანხმებით, რომ ამ დროს დრო და სამყაროც გვავიწყდება. მუსიკას გააჩნია ძალა შექმნას პარალელური, მშვიდი ატმოსფერო. ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ტვინის სენსორული ქერქი, სხვა ნეირონებსა და ქერქებზე ახდენს გავლენას, რაც ერთობლივად ბლოკავს დროის შეცნობას.

image



გაგრძელება იქნება...

3
1432
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1432
  
2015, 29 ივლისი, 1:36
ბატონო გოდერძი! კოსმოსში დრო არ ჩერდება,დრო დამოკიდებულია გრავიტაციაზე(მიზიდულობის ძალაზე და აქედან გამომდინარე კი სიმძიმის ძალაზე) და სიჩქარეზე,კოსმოსში კი მიზიდულობის ძალა ვრცელდება,ციური სხეულები მოძრაობენ ვარსკვლავების გარშემო თAვის მხრივ ვარსკვლავები გალაკტიკების გარშემო და ასე შემდეგ, გამომდინარე აქედან რადგან კოსმოსში მიზიდულობის ძალა ვრცელდება ესე იგი დრო არ ჩერდება არამედ ნელდება. დედამიწაზზე დრო უფრო სწრაფად გადის ვიდრე კოსმოსში რადგან ჩვენთან მიზიდულობის ძალა მეტია ვიდრე კოსმოსში,უფრო მასიურ სხეულებზე კი დრო კიდევ უფრო მალე გადის ზემასიურზე კიდევ უფრო ნელა,ხოლო "შავ ხვრელებზე" დრო საერთოდ ჩერდება,დრო ასევე ჩერდება თუ რაიმე სხეული სინათლის სიჩქარით მოძრაობს მაგალითად ფოტონებისთვის (ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონები) დრო არ არსებობს ნუ ზოგადად.
2014, 16 ოქტომბერი, 18:32
სტატიას გაგრძელება აქვს, თუმცა წინასწარ არ გადამიკითხავს მომდევნო ხუთეულში რა შედის ბატონო გოდერძი, იქნებ იყოს რაიმე კოსმოსის შესახებ, ამ დღეებში დავწერ აუცილებლად და ნახავთ ალბათ.
2014, 16 ოქტომბერი, 16:13
იცით რა მაინტერესებს? კოსმოსში ყოფნის დროს,დრო ჩერდება? თუ ჩვეულებრივად მიედინება,ისე როგორც დედამიწაზე......
0 1 3