x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შოკოლადის კაპუჩინო კრუასანებით
imageკრუასანისთვის საჭირო ინგრედიენტები:

მზა ფენოვანი ცომი, მწარე შოკოლადის ფილა.

მომზადების მეთოდი: გაალხვეთ ცომი, გააბრტყელეთ 1 სმ-ის სიგანეზე, დაჭერით სამკუთხედებად. ყოველი სამკუთხედის შუაში მოათავსეთ შოკოლადი და ცომი გადაახვიეთ ფართო პირიდან. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც წინასწარ დააფენთ ქაღალდს.დატოვეთ ერთი საათი.

გაახურეთ აერღუმელი 200 გრადუსზე, კრუასანებს წაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული, გამოაცხვეთ 15-20 წუთი.



კაპუჩინოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1, 5 ჩაის კოვზი ყავა Tchibo Exclusive ან სხვა ხსნადი ყავა;

200 გ. რძე, გახეხილი შოკოლადი და შაქარი გემოვნებით.

მოამზადეთ შავი ყავა. ათქვიფეთ კარგად გაცივებული რძე
მიქსერით ან ბლენდერში ქაფის წარმოქმნამდე.

ფინჯანი მესამედზე შეავსეთ ყავით, შემდეგი მესამედი ათქვეფილი რძით. ზემოდან მოაქციეთ ქაფი და მოაყარეთ გახეხილი
შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით.


1
618
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
618
  
სასწაული აღმოჩენაა ეს ორი ერთად.....
0 1 1