x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ შევაგროვოთ ერთი ფოტოთი მილიონი მოწონება
დადგა ყველასათვის ნანატრი ზაფხული, დრო როდესაც თამამად შეგვიძლია დამსახურებული შვებულება მოვითხოვოთ და თავი დავაღწიოთ ერთფეროვან, დამღლელ საქმიანობას. შვებულება ეს ხომ ის ნანატრი და ნეტარი დღეებია, რომელსაც მთელი წელიწადი ველოდებით და თვალსა და ხელს შუა გვიფრინდება. ყველა კი სურვილისამებრ გეგმავს ამ დღეების სხვადასხვა ადგილას გატარებას, რასაც შემდეგ ფოტოების მეშვეობით ერთმანეთს უზიარებს. ამ ყოველივეს შემდეგ კი მინდა გაგიზიაროთ პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ შემოთავაზებული რჩევები თუ როგორ გადავიღოთ სწორად სურათი, რომელსაც შეეძლება მილიონზე მეტი მოწონება მოგვიტანოს. გთავაზობთ რამოდენიმე მაგალითს:


1. მათ, ვისაც უყვარს პეიზაჟის გადაღება, შეგახსენებთ რომ მისი ხარისხი და ბუნებრივობა დამოკიდებულია ამინდზე და შესაბამისად დროის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. ბევრ ახალბედა ფოტოგრაფს რატომღაც ჰგონია, რომ დღისით მზიანი დრო ხელსაყრელია ფოტოგრაფიისთვის, თუმცა არა, ღრუბლიან დღეს შეუძლია მეტად ცოცხალი პეიზაჟი შექმნას. ეძებეთ ძლიერი ქარი, ნისლი, დრამატული ღრუბლები, სადაც მზე ბნელ ცაში მოსჩანს. იმუშავეთ ამინდის ცვლასთან ერთად, ნუ დაელოდებით ნათელ და ლურჯ ცას და დამერწმუნეთ თქვენი ფოტო არაჩვეულებრივი და დამსახურებული მოწონების იქნება.

image




2. შეუძლებელია საფრანგეთი ისე დატოვოთ შვებულების დროს, რომ ეიფელის კოშკის ფონზე რაიმე ფოტო არ გადაიღოთ. მაშინ ერთ რჩევას აქაც მოგცემთ და გეტყვით, რომ გადაიღეთ ფოტოები სხვადასხვა კუთხით, სადაც მოქლონები და შაბლონებიც ნათლად გამოჩნდება, ასევე გამოაჩინეთ არქიტექტურული დეტალები და დამერწმუნეთ ყველაფერი შემოქმედებითად გამოვა. (ეიფელის კოშკი თუ არა ეს ნებისმიერი ნაგებობა შეიძლება იყოს, თუნდაც ხიდი)


image





3. ბევრის ყურადღება შეიძლება მიმართულია ხალხმრავალი ადგილებისკენ და არა გოთიკური ბრინჯაოს ძეგლებისკენ. ასეთ შემთხვევაში კი ყურადღება გადაიტანეთ ბაზრებისკენ, საცხობებისკენ, ქუჩის მუსიკოსებისკენ- სადაც ფერთა ფართო გამაა.

image





4. უმეტეს თქვენგანს დარწმუნებული ვარ განსხვავებულობა უფრო იზიდავს და ამისათვის კი გირჩევთ უბრალოდ სახალისო ფოტოკრებული შექმნათ, რაშიც ქუჩის დეტალები დაგეხმარებათ. მაგ: აგურის ან ქსოვილის ტექსტურები, რომლის საშუალებით გექმნებათ წარმოდგენა თითქოს ზამთარია, სინამდვილეში კი ზაფხულია.

image






5. უფრო საინტერესო ფოტოპროექტისთვის კი ეცადეთ გადაიღოთ მაღაზიებსა და ბაზრებში პროდუქტზე მითითებული ფასური ტექსტურები, გადაიღეთ ქალაქისა და ქვეყნების ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც უბრალოდ მოძრაობენ ქუჩებში, მიირთმევენ ყავას, ასეირნებენ ძაღლს და ა.შ, რაც უფრო საინტერესოს გახდის თქვენს კრებულს.

imageimageimage





6. თუ უცხოურ კერძებს გადაუღებთ ფოტოს, ასევე საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება უცხო თვალისათვის.

image

image



0
108
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0