x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ ჩავიცვათ ამ ზაფხულს, რათა სხეულის ზედმეტი "ხორცები" დავმალოთ?
რაღა თქმა უნდა ზედმეტი წონის თემა ყოველთვის აქტუალობას წარმოადგენდა და დღესაც არ კარგავს თავის რეიტინგს. დადგა ერთ-ერთი ოთხთაგანი ყველასათვის სანატრელი სეზონი და გაჩნდა საზრუნავი- რა ვუყოთ ამ ზედმეტ "კილოგრამებს", "გვერდებს" თუ "თეძოებს", რომლებიც გაღიზიანებენ და თბილი ტანსაცმლის გახდის შემდეგ უფრო აშკარა გახდნენ?? ახლახანს გადავაწყდი ერთ-ერთ უცხოურ მედიაზე მეტად საინტერესო სტატიას, რომლის გაზიარებაც თქვენთვის გადავწყვიტე და დარწმუნებული ვარ ბევრს მოგიხსნით ამ ზემო ხსენებულ პრობლემებს და თავს აგარიდებთ დიეტებსა და შიმშილს.

image


1. თუ გაქვთ მრგვალი სახე და ტანის მრგვალი ფორმები, ამისათვის არაა საჭირო ფართე ტანსაცმელი ატაროთ, ვინაიდან ის განაპირობებს თქვენი ფორმების მეტ ზომად გამოჩენას, ვიდრე სინამდვილეშია, ამიტომ უმჯობესია ნორმალურად მომდგარი, ზუსტი ზომის ტანსაცმელი მოირგოთ. ამასთან ერთად შეგიძლიათ შეცვალოთ სახის ფორმებიც, მაგალითად თუ შეიჭრით "ჩოლკას" და მოიხსნით სათვალეს როცა აუცილებლობას იგრძნობთ ამისას და სახეს რუმიანით შენიღბავთ, თუმცა არა გადაჭარბებით, ვინაიდან ყოველმა დეტალმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს, გაცილებით იდეალურად იქნებით ვიდრე მანამდე.


მაგ: იხილეთ შემდეგ ფოტოზე:

image

image




2. ვისაც გაქვთ პრობლემა ტანის ზედა მხარეს ანუ მსხვილი მკლავები და მხრები, ნუ ჩაიცმევთ მაინცდამაინც მოკლე მკლავიან კაბასა თუ "მაიკას", ვინაიდან ამით უფრო გაამწვავებთ თქვენს პრობლემას. მართალია ცხელ ზაფხულში ძნელია მოკლე მკლავიანის გარეშე ყოფნა, მაგრამ გირჩევთ საზოგადოებაში გამოჩენის დროს მაინც გამოიყენოთ ჩვენი რჩევები: ამისათვის კი აუცილებლად შეარჩიეთ სამკუთხედი ყელით ფართე მკლავიანი კაბა ან ზედა ტანი. (ეხლა მითუმეტეს ბაფთის, შიფონის და ტაფტის ქსოვილებია აქტუალური და თქვენს მცხუნვარებას კიდევ მეტად შეამცირებს).

image

image




3. ეხლა კი ყველაზე ხშირი პრობლემა, შარვლიდან გადმოსული ზედმეტი ხორცები. ვისაც ეს პრობლემა გაწუხებთ, გირჩევთ სასწრაფოდ უარი თქვათ ძალიან დაბალ წელიან შარვალსა და ღია ფერის მაისურზე, ვინაიდან ღია ფერი ამ პრობლემას უფრო ააშკარავებს, ხოლო დაბალ წელიანი შარვლები კი პირველი მიზეზია გამომწვევი ამ დეფექტისა. მოირგეთ შედარებით მუქი ფერის (არა შავი) მაისური, ჯინსები მაღალი წელით და თქვენს სხეულს იდეალურს გამოაჩენს.

image

image





4. თუ გაქვთ მსუქანი თეძოები, არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ ჩაიცვათ ბრენდული მოკლე კაბები, ვინაიდან ეს სულაც არაა თქვენი სტილი და ვერც ვერავინ მოგიწონებთ. ასეთ დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ მუხლამდე წელში გამოყვანილ კაბაზე, რომელიც ჰორიზონტალური ხაზების წყალობით მალავს თქვენს პრობლემას და სხეულიც იდეალურად გამოიყურება, ტანს აქვს ქვიშის საათის ფორმა და ვიზუალურად მკერდიც მცირდება.

image

image




5. თუ გაქვთ ზედმეტი "ხორცები" და გადაწყვიტეთ ზღვაზე წასვლა, "საცურაო კოსტიუმიც" შესაბამისი უნდა შეარჩიოთ, ვინაიდან ბიუსტჰალტერითა და ბიკინით შეიძლება კოშმარულად გამოიყურებოდეთ, ამიტომ გირჩევთ მოირგოთ ჰორიზონტალური შტრიხებით ანუ მთლიანი შავი "საცურაო კოსტიუმი", რომელიც ასევე გამხდარს გამოგაჩენთ ყველა სიკეთესთან ერთად, ხოლო აქსესუარი კი (ზომიერად) მეტ ხიბლს შეგმატებთ.

image

image




6. გინდათ გამოიყურებოდეთ ელეგანტურად, თუმცა ხელს გიშლით ჭარბი წონა და მუცელი? სწორედ ამ მიზეზების დროს ნუ ჩაიცმევთ "ფუშფუშა" და ფერადი ტონალობის კაბას, რაც უფრო აშკარას და არაელეგანტურს გახდის თქვენს ზედმეტ კილოგრამებს, ასევე ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელსაც. გირჩევთ მოირგოთ შავი ფერის წელში გამოყვანილი- სიგრძით მუხლამდე კაბა და დახვეწილი ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც უფრო ქალურად, ელეგანტურად და მიმზიდველად წარმოგაჩენთ.

image

image



P.S. გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ ზაფხულს.

2
250
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
250
  
2014, 10 მაისი, 13:51
კაი რჩევებია :D
2014, 10 მაისი, 13:51
ნამდვილად სასარგებლო რჩევებია:) გასათვალისწინებელია ბევრი მათგანი,
0 1 2