x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
კოკო შანელის გამონათქვამები
image

1. თქვენი სახე ოცი წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული.

2. სად გამოვიყენოთ სუნამო? - სად გსურთ რომ გეამბორონ?

3. თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ როგორ ეცვა, ესე იგი, ის იდეალურად იყო შემოსილი.


4. თუ უფრთოდ დაიბადე, ხელს ნუ შეუშლი მათ გაზრდას.

5. არაფერი აბერებს ისე, როგორც ძალიან ძვირფასი სამოსი.

6. სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.

7. ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, ყველაფერი ხომ ჩვენ ხელთაა!

8. მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.

9. ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.

10. თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.

11. მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.

12. თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.

13. მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.

14. იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.

15.ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს, რომ იყოს.

1
817
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
817
  
2013, 15 ნოემბერი, 16:38
ძალიან მომწონს ამ ქალის გამონათქვამები... მე-10 რაც შეეხება პირიქითაც ეგრეა,თუ ქალი ცუდად საუბრობს ყველა მამაკაცაზე ესეგი მას ერთმა აწყენინა :) და 12 დაიმახსოვრეთ კიდე კარგად ქალებოო
0 1 1