x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ მოვთოკოთ ემოციები?

image1.გულისწყრომის დაოკების საუკეთესო ხერხია თქვენი ოპონენტის
რომელიმე კურიოზულ სიტუაციაში ან შეუფერებელ ტანსაცმელში წარმოდგენა.ეს გაგამხიარულებთ, რაც
დაგეხმარებათ აიყვანოთ თავი ხელში და არ ჩაერთოთ კონფლიქტში.

2.თუ გრძნობთ, რომ ვერ იკავებთ გულისწყრომას რამდენჯერმე
ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, რაც შეაჩერებს შინაგან მღელვარებას და მოგცემთ გრძნობათა
დაწყნარების საშუალებას.


3.წარმოიდგინეთ თავი ოპონენტის ადგილას.დავუშვათ, კოლეგა
უხეშად მოგექცათ.ნუ იჩქარებთ, ანალოგიურად უპასუხოთ.იფიქრეთ, თუ რატომ მოიქცა ასე:იქნებ
უგუნებოდ გაიღვიძა, ან ახლობლებთან მოუწია კამათმა, ტრანსპორტში ეუხეშნენ და მისი საქციელი
გაუცნობიერებელი იყო.


4.რაც მთავარია, კონფლიქტის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს, რომ
სიტუაცია განმუხტულია და ამ თემას არც ერთი არ დაუბრუნდება.





p.S.მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ყველა
დაავადება ნერვების ბრალია და კაცობრიობას რომ შეეძლოს მოთოკოს ნერვები, თავი დააღწიოს
თანამედროვე ცხოვრების მუდმივ სტრესებს, ავადმყოფობის 90% განიკურნებოდა ქრონიკული დაავადებებისაგან.პირიქით, ნერვულ
ნიადაგზე დაავადებათა რიცხვი იზრდება.

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0