x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საინტერესო ფაქტები თევზებზე

image 1-თევზი, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა-ევროპული გველთევზა, სახელად პატი დაიღუპა 88 წლის ასაკში, 1948 წელს.ის ცხოვრობდა აკვარიუმში შვეციაში ჰელინსბორგის მუზეუმში.დაიჭირეს ის 1860 წელს სარგასის ზღვაში დაახლოებით 3 წლის ასაკში.image 2- ყველაზე სწრაფ თევზად მსოფლიოში ითვლება იალქნოსანი-ფლორიდაში თევსაჭერ ბანაკში ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით დადგინდა მისი სისწრაფე:იალქნოსანი თევზი საათში 109კმ.სიჩქარეს ანვითარებს.image 3-მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზი ვეშაპისებრი ზვიგენია, ის ბინადრობს წყნარ, ინდოეთის და ატლანტიკის ოკეანეებში.ჯერჯერობით ამ სახეობის თევზის ყველაზე დიდი ეგზემპლიარი დაჭერილი იქნა 1949 წლის 11 ნოემბერს პაკისტანში.მისი სიგრძე 12, 65 მეტრი იყო, ხოლო სიგანეში თევზის ყველაზე მსხვილი ნაწილი 7 მეტრი.image 4-ყველაზე დაუნდობელი და სახიფათო თევზი არის პირანია.ის ძირითადა ბინადრობს სამხრეთ ამერიკის მდინარეებში.ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მსხვერპლს, მნიშვნელობა არა აქვს სახეობას და ზომას.1981 წელს საშინელი ტრაგედია დატრიალდა ბრაზილიაში, კერძოდ ობუდუსში, ჩაძირული გემის 300 მგზავრი წყალში მოხვდა და ყველა პირანიის მსხვერპლი შეიქმნა.image
5-თევზი, რომელსაც ხეზე ასვლა შეუძლია-სამხრეთ აზიაში ბინადრობს თევზი სახელად ანაბასი, მას მეორენაირად თევზ-მცოცავსაც უწოდებენ, ის არა მარტო ხეზე ადის, არამედ ერთადერთი თევზია, რომელსაც ხმელეთზე გამოსვლა შეუძლია.

0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0