x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ზღაპრული და მარადიული სილამაზის გოგონა.
imageზღაპრული და მარადიული სილამაზის გოგონა, მაგრამ სამწუხაროდ ტრაგიკული ფიგურა-"რუსლანა კორშუნოვა", დაიბადა
1987 წლის 2 ივლისს ყაზახეთში (ტალდიკორგანში) . იგი იყო ობოლი, ვინაიდან ხუთი წლის ასაკში გარდაეცვალა მამა, ამიტომ ის დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ყაზახეთში. რუსლანა თავისუფლად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.


ის აღმოაჩინეს 15 წლის ასაკში 2003 წელს, როდესაც ჟურნალი All Asia ბეჭდავდა სიუჟეტს ალმატის ადგილობრივი გერმანული ენის კლუბზე, რომელსაც მაშინ რუსლანა ესწრებოდა. მისი ფოტო, რომელიც გამოირჩეოდა სტატიაში, შეამჩნია დები ჯონსმა Models 1_დან. მან მიიწვია რუსლანა და ზედმეტ სახელად Russian Rapunzel-ს (რუსული რაპუნცელა) შეარქვა გრძელი წაბლისფერი თმის გამო.


კორშუნოვა წარმოადგენდა შემდეგ სააგენტოებს: IMG (ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი), Beatrice (მილანი), Traffic Models (ბარსელონა), Marilyn Models და iCasting Moscow, რომელიც დედამისის სააგენტოს წარმოადგენდა. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთი ჟურნალის გარეკანზე, როგორიცაა ფრანგული Elle და Vogue– ს პოლონური და რუსული ვერსიები. ასევე თანამშრომლობდა Vera Wang– თან და აკეთებდა რეკლამებს ქალის თეთრეულის.

image
image





ის ასევე ჩნდებოდა ნინა რიჩის სუნამოს- Nina– ს რეკლამაში.

image




2008 წლის 28 ივნისს, შაბათ დღეს, დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე რუსლანა გარდაიცვალა. იგი მეცხრე სართულიდან, საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა, რომელიც ნიუ-იორკში, კერძოდ კი მანჰეტენის ფინანსურ რაიონში მდებარეობდა. პოლიციამ განაცხადა, რომ სახლში არანაირი ბრძოლის ნიშნები არ იყო და დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.
თუმცა, რუსლანა გულგატეხილი და გაბრაზებული ჩანდა თავის ჩანაწერებში, რომელსაც სოციალური ქსელის საიტებზე აკეთებდა... კორშუნოვას მესიჯი, რომელიც 2008 წლის მარტში დაიბეჭდა იყო შემდეგი: “მე ვარ დაკარგული. ნუთუ მე ვიპოვი ოდესმე ჩემს თავს?”. რუსლანას დედას- ვალენტინას არ სჯერა, რომ მისმა გოგონამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და ამასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას: “მე მესაუბრა რუსლანა სამუშაოს პრობლემებზე ერთი წლის წინ და უნდოდა დაეტოვებინა სამოდელო ბიზნესი. ყველაფერი იყო მშვენივრად. თუ მას კიდევ რაიმე პრობლემა ექნებოდა, ის უსათუოდ მეტყოდა”.


სამწუხაროდ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი რუსლანას სიკვდილის მიზეზის დასკვნითი ვერსია არ არსებობს.



იხილეთ რუსლანას ფოტოები მისი ფოტოსესიიდან:


image

image

image

image

image

image

image

image

8
884
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
884
  
2017, 27 აგვისტო, 14:47
საოცრებაა :(
2013, 27 სექტემბერი, 4:28
მართლა რა ლამაზია ::(((
2013, 20 სექტემბერი, 20:22
რა გოგოა აუფ :(
2013, 20 სექტემბერი, 18:26
არაფრის :* ხო მეც ძალიან შემეცოდა.რა ლამაზია თან.
2013, 20 სექტემბერი, 17:50
მადლობა ინფორმაციისთვის, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი :(( ძალიან კი დამენანა, ასე აწყობილი კარიერით და ცხოვრებიტაც როგორ უნდა მისულიყო თვითმკვლელობამდე, ცოტა საეჭვოა.
2013, 20 სექტემბერი, 12:48
ზედმეტსახელად რაპუნცელს ეძახდნენ გრძელი თმების გამო.მართლა ძან ლამაზია..მისი შეყვარებულიც ეჭვმიტანილი იყო მკვლელობაში მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს
2013, 20 სექტემბერი, 12:27
სამწუხარო ფაქტია.
2013, 20 სექტემბერი, 10:09
რა ლამაზი და სქელი თმა აქვს.
შემებრალა
0 1 8