x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მონიკა ბელუჩის დიეტა - თავად უმშვენიერესი ქალბატონი აღნაგობის შენარჩუნების საიდუმლოს გვიმხელს
image



ყველასათვის გასაკვირია ალბათ, 53 წლის იტალიელი კინოვარსკვლავი, შთაგონების წყაროდ და სილამაზის ეტალონად მიჩნეული ქალბატონი- მონიკა ბელუჩი, თუ როგორ არის ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში ასაკის მიუხედავად?! გვიმხელს თავად უმშვენიერესი ქალბატონი აღნაგობის შენარჩუნების საიდუმლოს და თან ამატებს, რომ ის არ ცნობს მკაცრ დიეტებსა და არც ფიტნესს. მისი კრედოა - ბალანსირებული კვება.




პირველი დღე.


საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი ახალი ხილით.


სადილი: მწვანილი, შენელებული ზეითუნის ზეთით (100გ), მოხარშული ძროხის ხორცი(200გ), ერთი ნაჭერი პური, ახალი კენკრა (150გ).

ვახშამი: მოხარშული ბრინჯი(50გ) ყველით(10გ), ხილის ან ბოსტნეულის სალათი(100გ).



მეორე დღე.


საუზმე: ჯემიანი ტოსტი, რძიანი(2, 5%) ფინჯანი ყავა.

სადილი: ორი კვერცხის ერბოკვერცხი, ორთქლზე მომზადებული ყაბაყი(200გ), ერთი ნაჭერი უხეშად დაფქული ხორბლის პური(40გ), ერთი ფორთოხალი.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათი(100გ), მოხარშული უცხიმო
ძროხის ხორცი(120გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური(50გ), ერთი ცალი ნებისმიერი ხილი.



მესამე დღე.


საუზმე: ჯემიანი ტოსტი, ლიმონიანი მწვანე ჩაი, ერთი ცალი გრეიპფრუტი.

სადილი: ზეითუნის ზეთითა და კამით შეკაზმული მოხარშული კარტოფილი(200გ), ნაკლებ ცხიმიანი ყველი(100გ).

ვახშამი: ზეითუნის ზეთითა და ტომატით შენელებული სპაგეტი(150გ), ერთი ცალი ნებისმიერი ხილი(ბანანის და ხურმის გარდა).



მეოთხე დღე.


საუზმე: მაგარი ყველის ნაჭერი(40გ), ნატურალური იოგურტი თაფლით.

სადილი: ზეითუნის ზეთით შენელებული მოხარშული ბრინჯი(50გ), ორთქლზე მომზადებული ყაბაყი(100გ), ხბოს მოხარშული ხორცი (100გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური(40გ), კენკრა(150გ).

ვახშამი: უცხიმო თევზი(200გ), ზეითუნის ზეთით შენელებული ბოსტნეულის სალათი(150გ), უხეშად დაფქული ხორბლის პური(40გ), ერთი ცალი ვაშლი.



მეხუთე დღე.


საუზმე: ჯემიანი ტოსტი, 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი.

სადილი: მცენარეული ზეთით შენელებული მწვანილის სალათი(ოხრახუში, პეტრუშკა, სალათის ფურცლები, მწვანე ხახვი და ა.შ სურვილის მიხედვით, 200გ), მაღალი ხარისხის ხორბლის მაკარონი(100გ), ერთი მტევანი ყურძენი ან ერთი ცალი ფორთოხალი.

ვახშამი: მცენარეული ზეთით შენელებული მწვანილი(კამა, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, ასევე სურვილის მიხედვით 50გ), ორთქლზე მომზადებული უცხიმო თევზი(200გ), ერთი ცალი ნებისმიერი ხილი.



არ დაივიწყოთ, რომ ამ დიეტის პერიოდში უნდა სვათ მხოლოდ სუფთა- გამოხდილი ან დაბეჭდილი წყალი, დღეში 1, 5-2 ლიტრის ოდენობით.


გისურვებთ წარმატებებს.

1
552
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
552
  
2013, 17 სექტემბერი, 15:09
მონიკა ულამაზესი ქალი ხარ :****
0 1 1