x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
უძილობა სერიოზული პრობლემაა.
imageსრული უძილობა ძალიან იშვიათია. ადამიანთა უმეტესობას, საბედნიეროდ, შეუძლია დაძინება, მაგრამ არა ისე, როგორც მათ სურთ. ზოგიერთი რამოდენიმე საათის განმავლობაში ტრიალებს საწოლში და მხოლოდ დილით თუ ჩაეძინება. სხვები საღამოს სწრაფად იძინებენ, მაგრამ ყოველ საათში ერთხელ ეღვიძებათ. მესამენი კი დილას მზის ამოსვლას ასწრებენ.


უძილობის დარღვევის პროცესი სხვადასხვანაირია, მაგრამ ჩივილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რომ დილით ეღვიძებათ დაღლილებს, მთელი დღე ეძინებათ, მოთენთილები არიან, მუდმივად სტკივათ თავი და ა.შ.


ადამიანებს, ვისაც უძილობა აწუხებთ, დაქვეითებული აქვთ შრომის უნარი, ადვილად ცივდებიან, დაუცველები არიან ინფექციებისგან და თუ დროთა განმავლობაში სიტუაცია არ გამოსწორდება, შეიძლება ქრონიკული დაავადებაც დაემართოთ. ძილი გვიცავს დაძაბულობისგან და აღადგენს ენერგიას.


image
ხშირად უძილობის მიზეზი სტრესი და ემოციებია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უძილობა ორგანიზმში იწვევს უწესრიგობას. მაგალითად: ზედაპირული, შფოთიანი ძილი ახასიათებთ ოსტეოქონდროზითა და ნაღვლის ბუშტით დაავადებულებს. ადრე გაღვიძება გულ-სისხლძარღვთა დაავადებულებს.



ზოგჯერ განცდები იწვევს მაგარ ძილს ან უძილობას. შემდეგ კი იწყება უძილობა. ადამიანს უკვირს, მღელვარებამ ხომ გაიარა, რატომ ვერ ვიძინებო და იპყრობს შიში. ზოგჯერ უძილობას კი დადებითი ემოციებიც იწვევს.


image სპეციალისტების აზრით, აჯობებს, რაც უფრო მალე დაიწყებთ უძილობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრასა და მათ მკურნალობას. უნდა ისწავლოთ მოდუნება, შეეცადოთ არ იფიქროთ იმაზე, რაც ამაღამ ვერ დაგაძინებთ. გირჩევთ იკითხოთ წიგნი, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ წაგეკითხათ, ან დათვალეთ, ან დაიწყეთ იმ საქმიანი ქაღალდების დალაგება, რომელიც არც თუ ძალიან გეხალისებათ, ამოხსენით კროსვორდები, დაკავდით სასურველი და თქვენთვის სასიმოვნო საქმით.


არ დაიწყოთ დამამშვიდებელი წამლების მიღება, რადგან ნებისმიერი, ნატურალურიც კი იწვევს ფსიქოლოგიურ მიჩვევას.



გისურვებთ მშვიდობიან ძილს.

7
1149
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1149
  
2013, 16 სექტემბერი, 17:23
საკმაოდ გავრცლებეული პრობლემაა. ასე მგონია, 90% -ს გვაწუხებს უძილობა.:(
2013, 16 სექტემბერი, 16:37
აუ რაც სანდრიკა დაიბადა ნორმალური ძილი არ მღირსებია პატარა ხმაურზეც კი მეღვიძება:(
2013, 16 სექტემბერი, 16:36
7 თვემდე 12 საათამდე ეზინა,ახლა 9 ან ატის ნახევრამდე,მაგაში კარგი ბიჭია
2013, 16 სექტემბერი, 16:20
მაგას რა სჯობს ინ, ჩემი შვილი დაბადებიდან უძილობის პრობლემით კიდევ უფრო მიმატებს უძილობას.
2013, 16 სექტემბერი, 16:15
:) მე ჯერ ეგ არ მაწუხებს,დაწოლა და ძილი ერთია.საბედნიეროდ ჩემ შვილსაც უყვარს ძილი და დილით გვიანობამდე გვძინავს ორივეს
2013, 16 სექტემბერი, 16:10
მეც ძალიან დიდი ხანია მჭირს უძილობა, აქამდე მუსიკის თანმხლებით ვიძინებდი ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ (ყურსასმენების გამოყენებით), მაგრამ ეხლა სამწუხაროდ მაგას ვეღარ ვახერხებ. :( ყველაფერი კი ძირითადად სტრესიდან გამომდინარეობს.
2013, 16 სექტემბერი, 16:07
ამ ბოლო დროს მჭირს უძილობა ვკითხულობ მუსიკასაც ვუსმენ მაგრამ დილის 5ამდე ბუსავით ვარ:(
0 1 7