x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პირველი შავკანიანი მოსწავლე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია.
პირველი შავკანიანი მოსწავლე- "დოროტი ქლაუნტსი", რომელმაც შეცვალა ისტორიის მსვლელობა. ახალი გამოცხადებული იყო თეთრი და ფერადკანიანი ბავშვების ერთობლივი სწავლების შესახებ, (მაგრამ გამოცხადება ერთია და ამის მიღება სრულიად სხვა), როდესაც იგი 1957 წლის 4 სექტემბერს გავიდა სახლიდან და წავიდა სკოლაში, სადაც ადრე მხოლოდ თეთრკანიანები საწავლობდნენ. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო, მაგრამ ეს იმ დროში არ იყო უბრალო საქმე. დოროტი იყო პირველი შავკანიანი მოსწავლე ქალაქ შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინა) ჰარი ჰარდინგის სახელობის სკოლაში.


(სურათზე ნათლად ჩანს დოროტი, როგორც დაცინვის ობიექტი თეთრკანიანების მიერ)

image


სკოლაში მიმავალ გზაზე მის ირგვლივ შეიკრიბა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი. ისინი უყვიროდნენ გოგონას: “წაეთრიე”, ესროდნენ ქვებს და აფურთხებდნენ. როცა დოროტი სკოლას მიუახლოვდა, მას შესასვლელთან დახვდა იმპროვიზირებული მიტინგი. სკოლის ეზოში იყო დიდი ვნებათა ღელვა. სკოლის მოედანზე სიტყით გამოდიოდნენ “თეთრკანიანი მოქალაქეების საბჭოს” ლიდერები, ჯონ ვარლიკი და მისი მეუღლე. აქტივისტი მისის ვარლიკი უყვიროდა მოსწავლეებს: ” მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააგდოთ ის სკოლიდან” და მოუწოდებდა გოგონებს შეეფურთხებინათ ახალი მოსწავლისათვის.


image

image

გოგონამ შეძლო თავის ხელში აყვანა, ავიდა კიბეზე და შევიდა შენობაში. ასე დაიწყო ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე უფრო გრძელი 4 დღე, როცა მოსწავლეები გაკვეთილებზე ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მას, ხოლო უფროსები კი ისეთ სახეს ღებულობდნენ თითქოს არაფერი ხდებოდა ირგვლივ მსგავსი. რამდენიმე გოგონა, რომლებსაც დოროტი დაეხმარა გაკვეთილებზე, ბრბოს ზეწოლის შემდეგ ჩამოშორდა მას. დოროტის მშობლებს ურეკავდა ხალხი, “რომლებისთვისაც სულერთი არ ყოფილა მათი შვილების ბედი” და მუქარით მოითხოვდნენ გაეყვანათ მათი შვილი “წესიერი დაწესებულებიდან”.


image


ამ ფოტოზე ჩანს დოროტის მშობლები თუ როგორ ავარჯიშებენ იმაში, რომ ყუარდღება არ მიაქციოს მოსალოდნელ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, რომელიც მას სავარაუდოდ ელოდა სკოლაში. (თმების მოქაჩვა, სიგარეტის შებოლება და სხვა.)


image

ოთხი დღის შემდეგ მისტერ და მისის ქაუნტსებმა ვერ გაუძლეს ამ ყველაფერს და აღარ გაუშვეს გოგონა სკოლაში, იმის შიშით რომ თანაკლასელები დაუშავებდნენ დოროტის რაიმეს. რამდენიმე ხანში ოჯახი გადავიდა პენსილვანიაში და დოროტი ისევ წავიდა სკოლაში.


სეგრეგაცია (ფერადკანიანთა იძულებითი გამოყოფა თეთრკანიანებისაგან) უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ ხალხი ისევ ებღაუჭებოდა თავის ჩვეულ წარმოდგენას ცხოვრებაზე. მათ სწამდათ, რომ ერთ 15 წლის გოგონას, სერიოზული გამომეტყველებით და თავის თავში არაბავშვური რწმენით, შეეძლო ყველაფერი შეეცვალა და ისინი მართალნიც იყვნენ. ამ ისტორიამ დიდი რეზონანსი აიღო.


image


დოროტის არაფერი გმირული არ გაუკეთებია, არავის არაფრისკენ არ მოუწოდებდა, არ იყო მებრძოლი თავისუფლებისათვის, მას უბრალოდ უნდოდა ესწავლა იქ, სადაც უნდოდა და ეცხოვრა ისე, როგორც ეს მას უნდოდა და არა ისე, როგორც ამას ითხოვდა მისგან ისინი, ვისაც მისი “არასწორი” კანის ფერი არ მოსწონდა. ზოგჯერ გმირობას ისეთი მცირე რამ სჭირდება… მხოლოდ არ გადაუხვიო გზიდან და არ შეგეშინდეს.

4
580
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
580
  
ახლა წარმოიდგინეთ დედამიწელებმა სხვა რასა რომ აღმოაჩინონ და ის "ზეარსებები" ე.ი. ჰუმანოიდები ჩვენ პლანეტაზე რომ ჩამოვიდნენ, ან საერთოდაც დედამიწაზე რომ აღმოვაჩინოთ ადამიანების მსგავსი სხვა არსებები, ნუ სიტყვაზე სწორედ ის მითიური არსებები, მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიურ სისტემებში რომ არიან... თქვენი აზრით რა მოხდება? იმ არსებებს გენოციდს მოუწყობენ. ადამიანი (ჰომო საპიენსი) უკიდურესად რასისტული არსებაა. ადამიანები იყოფიან ჯგუფებად და ებრძვიან როგორც ერთმანეთს ასევე სხვა რასებსაც, თუ ის სხვა ჰუმანოიდური რასები ვაფშე არიან. მე მუდამ მიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ ვიცოდი მუდამ რომ ადამიანი ძნელად თუ ვერ შეძლებს შეეგუოს "სხვანაირთა" არსებობას.
2013, 13 სექტემბერი, 15:55
სამწუხაროდ
2013, 13 სექტემბერი, 15:53
სამწუხაროდ ეგ განუკითხაობა და დევნა ოდითგან იყო, არის და ალბათ იქნება ჩვენდა საუბედუროდ :(
2013, 13 სექტემბერი, 15:52
ძალიან ემოციური სტატიაა,ამეტირა,დღესაც ხდება მეა ასე ვერ იტანენ აზიელებს,ვერ იტანენ განსხვავებული კულტურის და მრწმანსის ადამიანებს,არადა ყველანი დედამიწელები,თანამემამულეები ან თანაქალაქელები არიან.პატივისცემა და თანაგრძნობა ყველაზე დასაფასებელია.
0 1 4