x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საუკეთესო გამონათქვამები ქორწინებაზე (ნაწილი მეორე)
image“ქორწინება, რაც არ უნდა სიკეთის წყარო იყოს ადამიანისათვის, ხშირად მძიმე უღლად აწვება კაცს, რადგან ღარიბია".(ბრუიერი)


“ქალი უკითხავად არ უნდა გაჰყვეს ქმარს.ვინც პაპის ან მამის უკითხავად ქმარს გაჰყვება, იგი უკითხავადვე გაექცევა ქმარს".(კ.გამსახურდია)


“ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ესე იგი ერთი ორად გაგრძელდება". (გაბრიელ ეპისკოპოსი)


“რა იქნებოდა გამოეგონათ იმის საშუალება, რომ ცოლს ქმარი შეეყვარებინა?!" (ბრუიერი)



“დიაცის მიერ მოწონება რა ბედენაა, ვაჟკაცმა არ უნდა იყიდოს, ან მოიტაცოს იგი." (კ.გამსახურდია)


“თუ ქალი მართლაც ცოლია გულით, ხორცით და ძვლებით, ის თავის მბრძანებელს გაჰყვება უკანმოუხედავად." (ბალზაკი)


“ცოლ-ქმრობა მრუშობა როდია, ეს ეროვნული საქმეა, საზოგადო მოღვაწეობაა შენი ერისა და შენი ქვეყნის სამარადისო სასიცოცხლოდ!" (კიტა ბუაჩიძე)


“უცოლო კაცი ცალმხრივია, არ არის სრული.ვერ იტყვის, ნამდვილი მოქალაქე ვარო, იმიტომ, რომ ვერ ასრულებს მოვალეობას: ვერ უზრდის ხალხს შვილს, ვერ ეხმარება ერის გამრავლების აუცილებლობას; იქნება ცხოვრების ეშინია და მისთვის გაუმარტოვებია თავი? ხოლო მშიშარა რა ვაჟკაცია, რა მოქალაქე?! იქნებ, ისეთი თავმოყვარეა, რომ არ უნდა თავი შეივიწროვოს ვინმეს გამო, არც საყვარელი არსებისათვის; მხოლოდ ტავის თავზედ მზრუნველი აბა რა მამულიშვილობას გასწევს?!" (ვასილ ბარნოვი)


“ყოველ ადამიანს უნდა ცოლი თავისი უყვარდეს და ისეთ პატივში ყავდეს, როგორც თავისი თავი.ყოველ განათლებულ ოჯახში დედაკაცს აქვს დიდი პატივი." (გაბრიელ ეპისკოპოსი)


“თუ შენი ცოლი დარწმუნდება, რომ შენ მასზე ამოგდის მზე, იგი მოდუნდება და ცუდად მოზელილ ცომს დაემსგავსება". (კ.გამსახურდია)


“მე მირჩევნია ქმარი, რომელსაც სიმდიდრე სჭირია, ვიდრე სიმდიდრე, რომელსაც ქმარი სჭირია". (ბოკაჩო)


“მეუღლეები შეავსებენ ერთმანეთის ნაკლს". (ვ.ბარნოვი)


“ჯვრისწერა და ყოველი მაგგვარი ჩვეულება თავის თავად შეუმჩნევლად მოჰყვება გულწრფელ სიყვარულს". (შ.არაგვისპირელი)

0
708
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0