x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ზოგჯერ არსებობაც ზედმეტია(ეს ლექსი არ არის და არც პოეზია)............
ზოგჯერ, რომ თვალებში მიცქერდე...



ახლა იქნებ ემოცია არ მაძლევს გასაქანს და იმიტომ ვწერ.

იქნებ ვსაყვედურობ ჩემს თავს, რომ სუსტი ვარ.

იქნებ უბრალოდ მონატრებები მომეძალა...


ან მარტოობამ მიმატოვა...

ერთადერთ იმედს, რომ გასცქერი და ზურგს, რომ შეგაქცევს ხოლმე,

იცით, რა ძნელია ასე არსებობა?

როცა ერთი წამით გინდა საუკუნე ანუგეშო?

ასე არსებობაც ზედმეტია...

მე, ხომ მენატრება, ჩემი ცისფერთვალება ძამიკო..ჩემი დრუნჩა...

მე, ხომ მენატრება, ჩემი სევდიანი დედიკო....

მერე მენატრება ერთი ადამიანი...

კიდევ ერთი...

კიდევ ერთი...

ამას არ განვაგრძობ, უკვე მონატრებას ძილი მოერია...

და ვინც, სულ ჩემთან არის, იგი რომელია?

ფიქრებს ვეღარ ვითვლი, ძალა მომერია...

ყველაზე მეტად, ამ მიტოვებულ მონატრებებში, გულს მტკენს შენი გაპარვა ჩემგან, როცა მჭირდები...

როცა ვიღლები...

ღამით იოლია, როცა მარტო რჩები, ჩემი გახსენება...

დღისით დაიხსომე ჩემი არსებობა...

უკვე ღამე დადგა...

სულ არ მეძინება...

ასე არსებობა ზედმეტია...

0
78
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0