x
image
ნინო ნინო
სუბკულტურა საქართველოში
სუბკულტურა აღნიშნავს ინდივიდთა ისეთ ერთობას, რომელსაც გააჩნია საერთო ინტერესები, ფასეულობები, ქცევის ნორმები. ეს მათ გამოარჩევს სხვა ჯგუფებისგან. ისინი ხშირად გამოირჩევიან რელიგიით და რწენა-წარმოდგენებით. უსმენენ განსხვავებულ მუსიკას, აქვთ საკუთარი ჩაცმის სტილი. სუბკულტურის წარმომადგენლები ყოველთვის არა, თუმცა ხშირად უპირისპირდებიან დომინანტ კულტურას.



საქართველოში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: რელიგიური, სექტანტური; ამ უკანასკნელს ხშირად აქცევენ ეტიკეტის ქვეშ: სატანისტები; ეთნიკური( ქურთები, იეზიდები); სუბკულტურულ ჯგუფს წარმოადგენენ ასევე ე.წ. კანონიერი ქურდები.

მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სუბკულტურულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: გოთიკა, ემო, სკინჰედები...

საქართველოში სუბკულტურამ ფართოდ გავრცელება საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დაიწო. მათი გამოჩენა უცანური მოვლენა იყო პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ მათ ქცევებს, არსებობის ფაქტს აგრესიით და, რა თქმა უნდა, მცდარად აღიქვამენ. ყველაზე პოპულარული შეხედულებები, რომელიც მათ შესახებ არის გაბატონებული, ასე გამოიყურება: “სატანისტები", “გადაგვარებული ახალგაზრდები", “ დამაქცევრები" და სხვა მრავალი. ამის საფუძველი კი ხშირად არა მათი ქცევა, რომელიც, ძირითადად, არააგრესიულია, არამედ მათი განსხვავებული იმიჯია. ფობია, რომელიც საქართველოში არსებობს სუბკულტურული ჯგუფების და მათ ქუჩებში გამოჩენასთან დაკავშირებით, ინფორმაციის არქონასთან უფრო მეტადაა დაკავშირებული, ვიდრე მათგან მოსალოდნელ ობიექტურ საფრთხეებთან. ბუნებრივია, ერთხელ მაინც ყველა გადაწყდომია გამორჩეული იმიჯის მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც საკამოდ აგრესიულად იქცევიან, თუმცა ეს სრულებით არ ამართლებს მათდამი ზოგადად გაბატონებულ დამოკიდებებულებას. მით უმეტეს, უმრავლესობამ მთლიანად დაკარგა თავისი ფილოსოფიური საზრისი და არაფერის გამომხატველი არააა განსხვავებული იმიჯის გარდა.


ამდენად, როგორც ბევრი სხვა პრობლემა, სუბკულტურის შესახებ მცდარი წარმოდგენა, რაც შემდგომში იწვევს მათ თავმოყრას დოგმატური, ტრაფარეტული სახელწოდებების ქვეშ, უკავშირდება ისევ და ისევ საზოგადოების დაბალ ინფორმირებულობას, რომელიც თანდათან უფრო ძლიერდება.

სუბკულტურებთან დაკავშირებული საკითხები ხშირად არასწორად შუქდება მედიაში, ხდება მათი აღრევა სხვა ინტერესთა ჯგუფებში, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს და მეტიც აძლერებს სტერეოტიპზაციას.imageimage

16
1133
11-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
1133
  
2022, 16 დეკემბერი, 18:16
ავტორის გვარი მინდა, თუ შეიძლება.
2012, 18 სექტემბერი, 13:46
ძალიან საინტერესო სტატიაა მაგარია მართლაც
2012, 2 სექტემბერი, 14:18
მადლობა, სიხარულო:)
2012, 2 სექტემბერი, 14:17
ძალიან კარგი სტატია!:+++1
2012, 30 აგვისტო, 12:19
გმადლობ:)
2012, 30 აგვისტო, 12:17
სიმართლეა და საინტერესო სტატიააა:)
+10
2012, 26 აგვისტო, 12:58
გმადლობ:)
2012, 25 აგვისტო, 15:51
სრული ჭეშმარიტებაა
2012, 25 აგვისტო, 0:27
გმადლობ დიდად!:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10