x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით როგორ გამოიყურება მარკ ცუკერბერგის სახლი?
ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება თუ ვინ არის "ცუკერბერგი", რამე თუ, მას მთელი პლანეტა იცნობს. და, მაინც... Mark Elliot Zuckerberg-ი, უნიჭიერესი პროგრამისტი და სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელია. დღეს ის მთელს პლანეტაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ცოდნის წყალობით მიაღწია.



image


მარკი 1984 წლის 14 მაისს უაით ფლეინსში, ნიუ-იორკის შტატში ებრაელების ოჯახში დაიბადა. მან პროგრამირება დაიწყო, როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლე იყო. თავდაპირველად იტაცებდა კომპიუტერული პროგრამების განვითარება. მეცხრე კლასელმა იმ დროისათვის პოპულარული სამაგიდო თამაშის „რისკის“ კომპიუტერული ვარიანტი შექმნა. აგრეთვე სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-player Winamp, რომელსაც მომხმარებლის მუსიკალური გემოვნების გაანალიზება შეეძლო. როდესაც ეს პროგრამა ინტერნეტში გამოჩნდა, Microsoft მზად იყო მის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა და ახალგაზრდა ცუკერბერგი თავიანთ კომპანიაში მიეწვიათ, მაგრამ მარკმა უარი განაცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.



მარკ ცუკერბერგმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც იხილა Phillips Exeter Academy-ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო. ამ სახელმძღვანელოს პირწიგნაკი ერქვა, საიდანაც შემდგომში მისმა შექმნილმა სოციალურმა საიტმა მიიღო სახელწოდება Facebook. პირველი პირწიგნაკი მან ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა, რისთვისაც მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და ამის გამო მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ ჰარვარდის სტუდენტების მოთხოვნით მარკმა ისევ აღადგინა ეს სერვისი და ცოტა ხანში თითქმის სტუდენტდების ნახევარი დარეგისტრირდა, მათ ამ საიტზე ჯგუფების თვითორგანიზებაც შეეძლოთ და თანდათან ეს საიტი პოპულარული ხდებოდა სტუდენტებში. რამდენიმე თვეში მარკს ანალოგიური საიტის შექმნის თხოვნით მიმართეს სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტიდან.




image




Facebook Inc-ის ღირებულების ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მარკი არ ჩქარობს მისი კომპანიის აქციების გამოშვებას და ბირჟაზე გამოტანას. მარკმა უარი უთხრა თავისი კომპანიის წილის მიყიდვაზე Google-ს, მაგრამ შემდეგ 1.6 % მიჰყიდა Microsoft-ს $240 მილიონად. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მთლიანი ღირებულება $15 მილიარდია, მაგრამ ზუსტი ღირებულება ცნობილი გახდება, როდესაც ახალგაზრდა ბიზნესმენი თავისი კომპანიის აქციებს ბირჟაზე განათავსებს.



ალბათ ბევრის ინტერესია პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც მილიარდერების სიაში (სავარაუდოდ) მეხუთე ადგილს იკავებს, თუ როგორ სახლში ცხოვრობს ცოლთან -პრისცილა ჩინთან და ორ შვილთან ერთად, რომელიც 7 მლნ დოლარად რამდენიმე წლის წინ იყიდა. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ მარკის სახლში.



imageimageimageimageimage




არა ფუფუნება, მხოლოდ აუცილებელი რამ! დიახ, მარკის სახლში მხოლოდ აუცილებელ ავეჯსა და ნივთებს ნახავთ, არანაირი ფუფუნება. მარკი და პრისცილა ფულს ოქროს უნიტაზსა და ფარშევანგის ბუმბულებზე არ ხარჯავენ, ისინი ეწევიან ქველმოქმედებას.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


2010 წელს მარკი და პრისცილა შეურთდნენ საქველმოქმედო კამპანიას "ფიცის მიცემა", რომელიც ეკუთვნის მილიარდერებს უილიამ ბაფეტს და ბილ გეითსს. წყვილმა ამ ფონდში Facebook- ის შემოსავლების 99% გადარიცხა, რაც ჯამში 45 მილიარდი დოლარია.



სტატიის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ცუკერბერგი ყველა მილიარდერი ადამიანისთვის სამაგალითო პიროვნებაა, რადგან მსოფლიოს ერთადერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსის შემდეგაც ინარჩუნებს სიკეთის კეთებისა და სამართლიანობის უნარს.





1
313
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
313
  
2020, 25 ივლისი, 11:09
შეუძლებელია ამ ადამიანზე წაიკითხო/მოისმინო რამე და პატივისცემა არ გაგიჩნდეს. არ გქონდეს ფული და დარჩე პრინციპების ერთგული არის ყველაზე დასაფასებელი. როცა 2 მილიონს გთავაზობენ და არ ყიდი ე.ი. ცდილობ მოტივაცია შეინარჩუნო. სწორედ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ჯერ მარტო ფეისბუქის რეგისტრაციის დროს წარწერა რამდენის მთქმელია "რეაგისტრაცია უფასოა და ყოველთვის ასე იქნება". უბრალო მომხარებლისთვის უფასოა,უსაფრთხოა და არ არის ჩაციკლული თოთოეულ ცენტზე. თუ რამიეს აკეთებ და ა.შ. იხდი გარკვეულ თანხას და აოფიციალურებ ანგარიშს,რაც უფრო მეტ უსაფრთხოებას განიჭებს,მაგრამ სხვა ანგარიშებიც დაცულია იმდენად,რამდენადაც მომხმარებლეს ბევრი არაფერი ინფორმაცია,რესურსზე წვდომა არ აქვს. მიყვარს წარმატებული და ამავე დროს პრინციპული ადამიანები,მარკი ერთერთია მათ შორის
0 1 1