x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ლანკასტერი

imageimage













ლანკასტერი


19-ე საუკუნე თამამად შეგვიძლია ვაღიაროთ სანადირო იარაღების განვითარებისა და დახვეწის საუკუნედ. ცნობილი ბრიტანელი მეიარაღე ჩარლზ ლანკასტერი დაიბადა 18-ე საუკუნის მეორე ნახევარში, თავისი სპეციალობით ჩარლზი იყო იარაღის ლულების ოსტატი, მან ლულების წარმოება დაიწყო 1811 წლიდან და თავისი წარმოებული უმაღლესი ხარისხის ლულებით ამარაგებდა ბრევრ ცნობილ ბრენდს, მათ შორის ჯოჟეფ მენტონს, ლანკასტერი თავის ლულებზე აფიქსირებდა მარტო ინიციალებს “C.L.”.


იმდროინდელი სანადირო თოფების ექსპერტი ვ. ჰავკერი, რომელიც კარგად იცნობდა იმდროინდელ ინგლისელ მეიარაღეებს წერდა, რომ ლანკასტერის უნიკალური ლულების წყალობით ბევრმა ოსტატმა გაითქვა სახელი და რომ ლანკასტერი მათ უფლებას აძლევდა საკუთარი წარმოების ლულებზე ამოეტვიფრათ შემკვეთი ფირმების ინიციალები.


ჩარლზ ლანკასტერი 1811 წლიდან 1825-1826 წლამდე მხოლოდ ლულებს აწარმოებდა. 1826 წელს ლანკასტერი იწყებს იარაღის წარმოებას და აფუძნებს საკუთარ ფირმას, მან ლონდონში გახსნა საკუთარი საფირმო მაღაზია სადაც, გარდა საკუთარი წარმოების იარაღისა იყიდებოდა ფორსაიტის, მენტონის, ეგგის, იმდროისათვის ახალბედა ჯეიმს პერდესა და ლანგის იარაღები. გარდა ამისა მარაზიაში შეიძლებოდა შეკვეთის გაკეთება, აევე თანხის დამატებით გაგეცვალა ძველი იარაღი ახალში, იარაღის რესტავრირება, გაგეწმინდა ლულები ე.წ “რაკოვინები”-გან და ასევე გეყიდა ტყვია-წამალი.


ლანკასტერის იარაღი რუს მონადირეებში დიდი პოულარობით
სარგებლობდა, მონადირეთა ერთი ნაწილი აღიარებდა ლანკასტერს, ხოლო ნაწილი უპირატესობას ჯეიმს პერდეს ანიჭებდა . ლ. ვექსელი თავის წიგნში ხაზგასმით აფიქსირებს ლანკასტერის წარმოების თოფების უპირატესობას ჯეიმს პერდეს იარაღებთან შედარებით და ლანკასტერს ასახელებს საუკეთესო ინგლისელ მეიარაღედ. ასევე ლანკასტერის იარაღის მოყვარული გახლდათ ნ.ა. ნეკრასოვი, ის ი.ს. ტურგენევისათვის 1861 წლის 5 აპრილს პარიზში მიწერილ წერილში
გამოთქვამს ლანკასტერის ყიდვის სურვილს, რაშიც მად იყო გადაეხადა 500 რუბლი. ლანკასტერის უპირატესობას ადასტურებს ის ფაქტიც რომ ის 1843 წლიდან სამეფო კარს ამარაგებდა სანადირო იარაღით.


ლანკასტერის მიერ წარმოებული იარაღი საკმაოდ ძვირი ღირდა, მატი ფასი რუსეთში 1870-იან წლებში 500-1000 რუბლი იყო. თუ შევადარებთ ლანკასტერისა და პერდეს ფირმების მიერ წარმოებული სანადირო იარარების მონაცემებს, აღმოვაჩენთ, რომ ჯეიმს პერდე რომელიც 10 წლით გვიან იყო დაფუძნებული ლანკასტერთან შედარებით აწარმოებდა 2-ჯერ მეტ იარაღს. მაგ: 1860 წელს ლანკასტერმა აწარმოა 3 000, ხოლო პერდემ 6000 ეგზემპლარი, 1880 წელს ლანკასტერი-5 000, ხოლო პერდე 11 000 ერთეული სანადირო იარაღი.





ჩარლზ ლანკასტერის სახელს უკავშირდება მრავალი გამოგონება, როგორიცაა ლულის ოვალური გაბურღვა და ცენტრალური ამაფეთქებელი და ა. შ. ჩარლზთან ერთად მუშაობდნენ მისი ორი ვაჟი, რომელტაგან უმცროსმა ალფრედმა 1855 წელს დააფუძნა ახალი საწარმო “ Alfred Lancaster”, რომელიც 1892 წელს შეუერთდა ძირითად საწარმოს.


1878 წელს ლანკასტერის საწარმო იყიდა ჰ. თორნიმ, რომელმაც ფირმის სახელი უცვლელი დათოვა, მხოლოდ “CO” დაამატა. ჰ თორნის მოსვლის შემდეგ ლანკასტერის პატენტს შეემატა ისეთი გამოგონებები როგორებიცაა, ეჟექტორი, საკეტები სხვადასხვა მოდიფიკაციით და დამცველები.


1925 წლიდან ლანკასტერის საწარმო იყიდა გრანტმა და ლანგმა, შემდეგ “ჩერჩილი”-ს ფირმამაც, მაგრამ ლანკასტერის საწარმოს დიდების აღდგენა ვერ მოხერხდა და 1980 წელს წარმოება შეწყდა. 1984 წლიდან კი ისევ დაიწყო წარმოება.


დამატებით
ნახეთ ლინკზე:


http://www.kaliningrad-fishing.ru/hunter/o-hoz/hpres-0132.html


http://www.zatrofeem.ru/articles/?id=98/


http://www.bestguns.ru/news.php?news=loc182584&page=5


imageimageimageimageimageimageimageimage







0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:ვლადიმერი1123
ვლადიმერი1123
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0