x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დათვმა მეტყევეს დახმარებისთვის მიმართა

მეტყევეს, რომლის ქოხი ტყის მახლობლად იდგა, ჭიშკრის მხრიდან, ცხოველის ღრენის ხმა შემოესმა. თავიდან, იფიქრა, მომეჩვენაო და ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როდესაც ხმა განმეორდა, ჭიშკარი გააღო და თვალებს არ დაუჯერა – ღობესთან დათვი იდგა.


image


იმის შესახებ, რომ დათვი დახმარების სათხოვნელად მივიდა, ის მაშინვე ვერ მიხვდა... და პირველი მისი რეაქცია ქოხში დაბრუნება და თოფის აღება იყო.

— არც მახსოვს, სახლში როგორ შევედი და თოფი როგორ ავიღე, მაგრამ ისიც გავიაზრე, რომ დათვი ტყუილად არ მოვიდოდა — გაიხსენა მოგვიანებით მან.

ის ჭიშკართან დაბრუნდა და ჰაერში 2-ჯერ გაისროლა. დათვი კი, უკანა თათებზე იდგა და თავდასხმას არც კი აპირებდა. როდესაც ის დარწმუნდა, რომ ადამიანის ყურადღება მიიქცია, მიბრუნდა და ტყისკენ წავიდა, თან დროდადრო უკან იყურებოდა, იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანი მას მიჰყვებოდა.

სწორედ მაშინ მიხვდა მეტყევე, – დათვს რაღაც პრობლემა ჰქონდა და უნდოდა, რომ მას გაჰყოლოდა. დათვმა ის ტბასთან მიიყვანა და კაცმა მის ნაპირზე, სათევზაო ბადეში გახლართული დათვის ბელი დაინახა.

როგორც ჩანს, დათვმა თვითონ ვერ შეძლო ბელის ბადედან გამოხსნა და ადამიანის მოსაძებნად წავიდა.

მეტყევემ დანა ამოიღო და ფრთხილად დაიწყო ბადიდან ბელის გამოხსნა — 5 წუთში ბელი უკვე თავისუფალი იყო და დედა დათვმა შვილი ტყის სიღრმისკენ წაიყვანა.

დათვმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, შვილის გადასარჩენად, დახმარებისთვის ადამიანს მიმართა. კარგია, რომ მას გამოცდილი მეტყევე შეხვდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ შემთხვევამ კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ცხოველები მოაზროვნე არსებები არიან და მათ ისეთივე გრძნობები და განცდები გააჩნიათ, როგორიც ჩვენ.

imageP. S. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველები ადამიანთან მხოლოდ დახმარების სათხოვნელად არ მიდიან. მათ შეიძლება, ჩვენი დახმარების სურვილიც გაუჩნდეთ და ამ შემთხვევაში, საუბარი შინაურ ცხოველებზე არ არის:

ინდონეზიელი ფოტოგრაფი ანილ პრაბხაკარი, ორანგუტანების პოპულაციის დაცვის ფონდის (ფონდი 1991 წელს დაარსდა. ამჟამად იქ 400-მდე თანამშრომელია, რომელიც, დაახლოებით, 650 ორანგუტანზე ზრუნავს. რედ.) ტერიტორიაზე, უჩვეულო მომენტის მოწმე გახდა. კერძოდ, მან დაინახა და კამერით დააფიქსირა, თუ როგორ შეეცადა პრიმატი ადამიანს დახმარებოდა. გაგრძელება >>>

imageimageარხის სხვა სიახლეები:
image

1. მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს
2. «არც ქმრისთვის მიღალატია და ციხეშიც უდანაშაულოდ ვიჯექი...» – სოფი ლორენი წარსულზე ალაპარაკდა
3. ტესტი: «აირჩიე ტბა და შეიცანი სული შენი»... (+ რეკომენდაციები)
4. «ცოცხალი» მიცვალებულები

5. იმიჯი მთავარია!!! 14 წლის გოგონა, მამის თხოვნით, სტილისტთან მივიდა და ნახეთ აქედან რა გამოვიდა

6. «ტვინი ორგანიზმს მართავს, ნაწლავები – ემოციურ მდგომარეობას» – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

1
1132
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1132
  
2020, 10 მარტი, 15:02
საყვარელი ისეთივე გრძნობები და ემოციები აქვთ, როგორც ადამიანებს რატომ უნდა გაგიჩნდეს მათი მოკვლის სურვილი ან ამით რა სიამოვნება უნდა მიიღო (მონადირეებს ვგულისხმობ), სრულიად გაუგებარია :(((
0 1 1