x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავები, რომლებსაც ტანსაცმელმა საჯაროდ უმტყუნათ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



რაც არ უნდა იდეალურად გამოვიყურებოდეთ, პროგნოზი იმის თაობაზე, რომ გარკვეული ღონისძიება თუ სხვა რომელიმე, საჯაროდ წარდგენითი ცერემონია კრახით ცაივლის, ნულის ტოლია. ვარსკვლავებიც ხშირად ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში. დღევანდელ სტატიაში კი გიჩვენებთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ უმყუნათ ტანსაცმელმა, ლამაზ და თავდაჯერებულ ვარსკვლავებს.





1. როდესაც Bonnaroo Music-ის ფესტივალზე, კარდი ბი ტვერკს ცეკვავდა, მას მისმა "კომბინიზონმა" უმტყუნა და ზუსტად საჯდომზე გადასკდა. image






2. ამბერ ჰარდმა კანის კინოფესტივალზე, იმდენად გულახდილი კაბა ჩაიცვა, რომ კაბამ იმაზე მეტი გვაჩვენა, ვიდრე ამბერს სურდა. image






3. სამეფო წარმომადგენლების "დრეს-კოდი" რომ დიდ მოკრძალებას და კდემამოსილებას მოიცავს, კი ვიცით ყველამ, მაგრამ როგორც ჩანს, მეგან მარკლს ვიღაცის" დაწერილი კანონები სულაც არ ადარდებს და ერთ-ერთი "ცერემონიის" დროს, კაშკაშა მზემ, მისი გამჭვირვალე კაბიდან შავი საცვალი გასცა. image





4. ერთხელ, ენ ჰეთეუეი ისე გაერთო ფილმის გადაღებისას და დინამიურად შეერწყა როლს, რომ უნებურ მოძრაობას მისი კაბის აწევა მოჰყვა. შესაბამიად კი მოხდა "კოლგოტის" ზევიდან ამოცმული, ე.წ "კოლგოტის დამჭერი" საცვალის გამომზიურება. image





5. სანამ ეშლი გრემი წვიმას გაურბოდა და მისგან დამალვას სწრაფი ნაბიჯებით ცდილობდა, მისი კაბის ღრმა ჭრილიდან, მისმა თეთრმა საცვალმა ვერ მოახერხა დამალვა და პაპარაცების მახვილ თვალსა და კამერას, არ გამორჩენია. image





1
3526
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3526
  
2020, 3 მარტი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1