x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ასე გადაღებული ფოტოები მხოლოდ იმას მოწმობს, რომ "მარიაჟობთ"!
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.




მსოფლიოს მაცხოვრებლების 90% იყენებს სოციალურ ქსელებს და ტვირთავს ფოტოს, თავისი მეგობრებისა თუ უბრალოდ გამომწერებისთვის. მათი ფოტოების უმეტესი მათგანი მათივე ფუფუნებას ადასტურებს და უსვამს ხაზს იმას, თუ რა კარგად ცხოვრობენ, როგორი კარგი საჩუქრები მიიღეს და ა, შ.




მოდით, ერთად გადავხედოთ და ვნახოთ, თუ როგორი ფოტოები მოწმობს თქვენს "მარიაჟობას" და სხვებისთვის "რაღაცების" დამტკიცებას.




1. ფოტოები სამუშაო ადგილიდან. image


თუ თქვენი მეგობარი სოციალურ ქსელში ხშირად ტვირთავს თავისი სამუშაო ადგილის ამსახველ ფოტოებს, ის უბრალოდ ცდილობს დაგანახოთ თუ როგორი დაკავებულია, თუმცა სინამდვილეში შეიძლება სულაც არ იყოს ასეთი აუცილებელი კადრი ან ასეთი შრომისმოყვარე.





2. ფოტოები სპორტული დარბაზიდან. image


ასეთი ფოტოები მოწმობს, რომ ადამიანი ჩართულია სპორტულ აქტივობაში, თუმცა ეს არის საკმაოდ დაბალი თვითშეფასება, რადგან სპორტი, ისედაც უნდა იყოს ყველას ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და გასული რამდენიმე ათწლეულის წინ, ასეც იყო. ასე, რომ მსგავსი ფოტოებით "ის" სპორტდარბაზში გატარებული დროის სარგებელზე მეტად, ხელსაყრელ კადრს ხედავს.







3. პარტნიორთან ურთიერთობის ამსახველი კადრები. image


ბედნიერი სიყვარულის ილუზია, ჯანსაღი ურთიერთობა და სხვა ფორმით გამოხატვა, ნიშნავს, რომ ის ცდილობს დაუმტკიცოს სამყაროს, რომ მარტო არ არის. სინამდვილეში, ნამდვილ და ბედნიერ სიყვარულს სიჩუმე უყვარს.






4. ფოტოები საქველმოქმედო ღონისძიებიდან ან უბრალოდ ფოტოები, რომლებიც თქვენს მიერ გაწეულ სიკეთეს აღნიშნავს. image


ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სურათები, სადაც ჩანს თუ როგორ ეხმარებით ადამიანებს ან ემსახურებით კეთილ საქმეს, არ უნდა გაასაჯაროვოთ. ასე ცდილობთ დაუმტკიცოთ სამყაროს, თუ როგორი კეთილი და კარგი ხართ. თვითშეფასება კი კარგი ადამიანის საქციელს ნამდვილად არ ჰგავს. სიკეთეს ჩუმად აკეთებენ.







5. საჩუქრების ფოტოები. image


მუდმივი ფოტოები, სადაც სულ საჩუქრები და ყვავილებია, თქვენი სიტრაბახეა და მეტი არაფერი. ვის რაში აინტერესებს?!!






0
334
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0