x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
იცით, რას აღნიშნავს თქვენი სექსუალური სიზმრები? +15
სიზმარი არის ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა. ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაარსში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ, შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რისი რიდი და შიშიც გვაქვს. სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.



image



მისტიკა ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სამყაროსთან, რომელში გამოღვიძებაც შეუძლებელია. ფსიქოლოგები კი განგვიმარტავენ, თუ რა მიზეზსა და პროცესებზეა დამოკიდებული ჩვენი სექსუალური სიზმრები.



მოდით, გადავხედოთ სტატიას და ვნახოთ, თუ რა იწვევს გარკვეულ სექსუალურ სიზმრებს




სექსუალური სიზმარი ყოფილთან...



ნეტავ, რას უნდა აღნიშნავდეს სექსუალური სიზმარი ყოფილთან? ფსიქოლოგების აზრით, მსგავსი შინაარსის სიზმარი მიუთითებს ფაქტზე, რომ რაღაც ვერ გეწყობათ სამსახურში ან პირად ცხოვრებაში. ასევე, ის შეიძლება აღნიშნავდეს ფაქტს, რომ მართლა გსურთ მსგავსი ქმედება ან სულაც იყოს გაფრთხილება, რომ მსგავსი შეცდომა ახალ პარტნიორთან აღარ გაიმეოროთ.



image


❀ სექსუალური სიზმარი ცნობილ ადამიანთან ❀


მსგავსი ტიპის სიზმარი მიუთითებს, რომ გწყურიათ დიდება და წარმატება. ან შესაბამისად არ გაკმაყოფილებთ ახლანდელი პარტნიორი.





❀ სექსუალური სიზმარი უცხო ადამიანთან ❀


მსგავსი სიზმარი იმას მიანიშნებს, რომ თქვენთის მიმდინარე სექსუალური თუ პირადი ცხოვრება სულერთი და ერთფეროვანი გახდა. ან მოასწავებდეს იმას, რომ წინ გელით ახალი ცვლილებები და შესაძლებლობები.



image





❀ ღალატი ❀


სიზმარში ღალატი მიუთითებს ფაქტს, რომ ყურადღება გაკლიათ პარტნიორისგან და არ ხართ კმაყოფილი ახლანდელი ურთიერთობით. ასევე შეიძლება გაფრთხილება იყოს იმის თაობაზე, რომ პარტნიორი აპირებს თქვენს ღალატს.






❀ სექსი თქვენი სქესის ადამიანთან ❀


მსგავსი სიზმარი ნიშნავს, რომ გსურთ იყოთ სასურველი და სიყვარული გაკლიათ. ასევე გიჭირთ თქვენი თავის მიღება ისეთის, როგორიც ხართ.


image




❀ სექსუალური ურთიერთობა უფროსთან (ბოსთან) ❀


მსგავსი სიზმარი მიანიშნებს კონტროლის, სიმტკიცისა და ძალაუფლების სურვილზე. თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენი შესაძლებლობების გაფართოება, პასუხისმგებლობით მოკიდება კარიერასა და სამსახურზე. ასევე, ის მიუთითებს, რომ გაკლიათ მღელვარება ურთიერთობაში.








იხილეთ აგრეთვე მსგავსი სტატიები:



image



0
907
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
907
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0