x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
უბრალო ქალური ხრიკები, რომლებსაც მამაკაცები ჭკუიდან გადაყავს
არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ მამაკაცი ძალიანაა ქალზე შეყვარებული და აღმერთებს მას, მზადაა მისი ნებისმიერი კაპრიზი შეასრულოს, რის გამოც ხშირად ასეთ მამაკაცს "ჩვარს" უწოდებენ, რომელიც მის კუმირ ქალს ფეხქვეშ ეგება. მსგავსი დამოკიდებულების დამალვა ხშირად უწევთ ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცებს, რადგან აქვთ კომპლექსი არ დაიმსახურონ "ჩვარის" სტატუსი. ქალებს კი ამ შემთხვევაში ხელში უჭირავთ "კოზირი" და კარგად იციან როგორ მართონ საყვარელი მამაკაცი.


image


იშვიათად თუ შეხვდებით ქალს, რომლის გვერდითაც ქმარი წლების განმავლობაში ერთგულად ან ცხოვრების ბოლომდე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფაქტორი თუ მასალა არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქორწინება ბედნიერი და ეს ქალების უმრავლესობამ ალბათ იცის, მაინც ცოტას თუ შეხვდებით ისეთ ქალს, ვინც ამ ცოდნას პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებს.


არსებობს რამდენიმე, უბრალო ქალური ხრიკი, რომლებიც ნამდვილად გაჭრის და თქვენს რჩეულ მამაკაცს ჭკუიდან გადაიყვანს.




image



1. პატივი ეცით საკუთარ თავს, რომ მამაკაცმაც გცეთ პატივი.


2. ნუ შეგრცხვებათ საკუთარი სხეულის, იყავით თავისუფლები საწოლში, ეს მნიშვნელოვანია.


3. მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის. მამაკაცებს აქვთ ბევრი სისუსტე და თავისებური შიშები, ამიტომ ნუ გაამახვილებთ მათ ყურადღებას ამ ყველაფერზე, პირიქით, განმუხტეთ.


4. აუცილებლად მიწერეთ და მოიკითხეთ მაშინ, როდესაც მეგობრებთან ერთად წახვედით გასართობად წვეულებაზე, ლაშქრობაში, დაბადების დღეზე და ა, შ, მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ, უბრალოდ მიწერეთ მაშინ, როდესაც ერთმანეთს დიდი მანძილი ან დრო გაშორებთ. ეს პატარა ხრიკი დადებითად იმოქმედებს და თქვენი ერთი თბილი, მოსაკითხი გზავნილით ის თქვენზე მთელს დღეს იფიქრებს და ამ მცირე შეხსენებით, დიდხანს ვეღარ ამოგიგდებთ თავიდან.



image



0
1431
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0