x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ იცვლებოდა ქალის თეთრეულის მოდა ბოლო საუკუნის მანძილზე
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს.


ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".



image


ქალის თეთრეული, კარადის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რომლის სტილი მუდმივად იცვლება. 1900-ნი წლებიდან არსებობდა ქალის თეთრეულის სპეციალური სტილები და დღევანდელ დღემდე მან დიდი ევოლუცია განიცადა. მოდით, ვიმოგზაუროთ წარსულში და ვნახოთ, რა ცვლილებები განიცადა მან ბოლო საუკუნის მანძილზე.




1. საყვარელი საცვლები კაბის ქვეშ ჩასაცმელად. (1910-1920 წწ)image


ახლა შეიძლება ასეთი სამოსით ქუჩაშიც გადიან, თუმცა უწინ ისინი კაბის ქვეშ ეცვათ.






2. კომფორტული შორტი. (1920-1930 წწ)image


მჭიდრო შორტი საცვალი ან მთლიანი, მასთან ერთად ბიუსტჰალტერი, ქალის ფიგურას უსვამდა ხაზს.





3. გამოყოფილი ბიუსტჰალტერი. (1930 წ)image


როგორც ირკვევა, გამოყოფილი, ცალკე ბიუსტჰალტერი 1930 წელს შეიქმნა. სტილისტები, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ კორსეტები ძალიან სახიფათო და მოუხერხებელი იყო.






4. ბიუსტჰალტერის მოდერნიზაცია. (1930-1940 წწ)image


მომდევნო 10 წელში კიდევ უფრო დაიხვეწა ბიუსტჰალტერების სტილი და ახლა მას უკვე მყარი ქსოვილისგან კერავდნენ.






5. შერეული ქსოვილის ბიუსტჰალტერები. (1950-1960 წ)image


მერილინ მონროს სექსუალურობა დიზაინერებისთვის სულ ახალ-ახალი იდეების შთაგონება ხდებოდა. მათ უკვე დაიწყეს მაქმანის, აბრეშუმისა და "შიფონის" ქსოვილის გამოყენება ქალის თეთრეულის შესაქმნელად.





6. კეკლუცური სტილი. (1960 წ)image


60-იან წლებში შექმნილი თეთრეული, განსაკუთრებული სექსუალურობითა და რომანტიკულობით გამოირჩევა.






7. მაქმანიანი კომპლექტი. (1970 წ)image


70-იან წლებში სტილი თითქმის არ შეცვლილა, უბრალოდ მაქმანები დაემატა.





8. გამოკვეთილი თეძოები. (1980-1990 წწ)image


მომდევნო თხუთმეტი წლის შემდეგ კი დიზაინერებმა საცვლებით ხაზი გაუსვეს ქალის თეძოს. ასევე არ შეეშინდათ, ექსპერიმენტი ფერებზეც ჩაეტარებინათ.






9. ხაზგასმული სექსუალურობა. (1990 წ)image


90-იან წლებში უკვე სექსუალურობის პიკი იყო და მთლიანად სტილი იყო ნამდვილად დახვეწილი და სექსუალური, სადაც ვულგარულობის წვეთიც არ იყო.





10. შეზღუდვების გარეშე. (2000 წ)image


ალბათ ყველას გახსოვთ ეს საშინელი პერიოდი, სადაც საცვლების მრავალფეროვნებას და გამოჩენას დიდი პოპულარობა ჰქონდა.





11. არანაირი ზღვარი. (2010 წ)image


ახლა არანაირი ზღვარი არ არსებობს და შეგვიძლია ქუჩაში გასვლა ისეთი სამოსით, რომელიც თქვენს თეთრეულს არ გამოკვეთს, ან პირიქით, გამჭვირვალე სამოსის მიღმა ლამაზად გამოიყურება.


image





იხილეთ აგრეთვე:



რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟიimage





როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1)image








როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2)image









როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულშიimage









12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაში და რა ცვლილებები განიცადა მოდამ ჩვენამდე?image









11 ყველაზე საზიზღარი სამოსი მოდური მაღაზიებიდანimage




0
2842
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2842
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0