x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138547
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512214
კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი
კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი


კოლხური დრაკონი, სახელად კოლხიკოსი გიგანტური ზომის რეპტილია იყო და როგორც ყველა დრაკონი, ისიც ოქროსმოყვარე და მისი დარაჯი გახლდათ. ოქრომრავალი კოლხეთის, კერძოდ არესის ჭალების ბინადარი, რომელიც იცავდა კოლხური ცოდნის სიმბოლოს - ოქროს საწმისს, თავად დიდებული მეფის - აიეტის (ძველ ბერძნულად ნიშნავს არწივს) განკარგულებით და რომელიც პირველად მოხსენიებულია აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში.

ერთ ვერსიაში კოლხიკოსი მოკლულ იქნა ბერძენი გმირის - იასონის მიერ, ხოლო სხვა ვერსიაში კოლხმა მეფის ასულმა - მედეამ, რომელიც განთქმული იყო შხამ-ქიმიკატების, წამლების დამზადების, გამოყენების და "ჯადოქრობის" ცოდნით, დააძინა დრაკონი და იასონს საშუალება მისცა, მოეპარა კოლხური ცოდნა. ამბის ერთ-ერთ ვერსიაში კოლხიკოსმა იასონის გადაყლაპვაც მოახერხა, მაგრამ შემდგომში ისევ ამოანთხია.


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი



კოლხიკოსის დამარცხების შემდგომ, კოლხეთის დიდებულმა მეფემ - აიეტმა შემდგომ ხერხს მიმართა ბერძენი გამტაცებლების შესაჩერებლად - დრაკონის კბილები დათესა არესის წმინდა მიწაზე. კბილებმა არესის ველზე გაიხარეს მალევე და მათგან ამოზრდა დაიწყეს დიდმა მეომრებმა, რომელთაც როდოსელი მოიხსენიებს, როგორც "სპარტოი". სპარტოის მეომრები შეერკინნენ არგონავტებს, მაგრამ დამარცხდნენ.


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი


კოლხიკოსი იშვა ტიფეუსისა და გაიასგან, ერთი ვერსიით, ხოლო მეორე ვერსიით, ის იყო ტიფეუსისა და ეხიდნას პირმშო.


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი



ზოგიერთ ინგლისურენოვან სტატიაში დაშვებულია შეცდომა და კოლხიკოსს (Colchicos ან Kolkhikos) მოიხსენიებენ, როგორც ხოლკიკოსს (Kholkikos) და სწორედ ასე შეცდომითაა გავრცელებული.


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი



ლათინურად მისი სახელია Draco Colcheum (ქართ. კოლხური დრაკონი)


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი



შემდგომ ნახატებზე კი ასახულია კოლხი დრაკონის - კოლხიკოსის და ბერძენი გმირი არგონავტის - იასონის შეხვედრა და ბრძოლა, ზოგან კი ის, თუ როგორ აძინებენ მედეა და იასონი ერთობლივი ძალებით ამ გიგანტურ ქვეწარმავალს.


კოლხიკოსი და იასონი


კოლხიკოსი და იასონი


იასონი აძინებს კოლხიკოსს


იასონი აძინებს კოლხიკოსს


შემდგომ მინიატურაზე გამოსახულია არგონავტების გადმოსხდომა კოლხეთის მიწაზე და ყველა ის წინაღობა, რომელიც მათ აქ დახვდათ ოქროს საწმისამდე მისასვლელად და მის გასატაცებლად, მათ შორის, დრაკონი კოლხიკოსი:


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი და არგონავტები


კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი და იასონი


კოლხიკოსი და იასონი


კოლხიკოსი და იასონი


ზოგიერთ ვერსიაში კოლხიკოსს აქვს არა ერთი, არამედ მრავალი თავი:


კოლხიკოსი და იასონი


განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1002
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1002
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0