x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ვერცხლის ფარაონი» – ყველაზე გავლენიანი ფარაონებს შორის
image«ვერცხლის ფარაონი», ფსუსენეს I



ჩვენთვის ყველაზე ცნობილი, ფარაონებს შორის, ტუტანხამონია (ძვ. წ. აღრ. 1332 - 1323 წწ.), რადგან მისი სამარხი, პირველი იყო სამარხებს შორის, რომელიც ხელშეუხებელი აღმოაჩინეს. მაგრამ, რით იყო ის გამორჩეული? როგორც მისი აკლდამის აღმომჩენმა (1922 წ.), ცნობილმა არქეოლოგმა და ეგვიპტოლოგმა ჰაუარდ კარტერმა (Howard Carter) აღნიშნა: «ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში ის იყო, რომ ის გარდაიცვალა და დაკრძალეს».

მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ტუტანხამონის აკლდამა, გასულ საუკუნეში აღმოჩენილ, ხელუხლებელ აკლდამებს შორის, ერთადერთი არ იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მეორე, არაფრით ჩამოუვარდება საყოველთაოდ ცნობილი ფარაონის აკლდამას.

აკლდამაში ნაპოვნ არტიფაქტებს შორის, ყველაზე განსაცვიფრებელი ფარაონის სარკოფაგი იყო, რომელიც მთლიანად ვერცხლისგან იყო გაკეთებული. არც მანამდე და არც მის შემდეგ, ვერცხლის სარკოფაგი ნაპოვნი არ ყოფილა, და ამჟამად ის, ეგვიპტოლოგების მიერ, ძველი ეგვიპტის ყველაზე დახვეწილ არტიფაქტად ითვლება, ქვეყნის ტერიტორიაზე ოდესმე აღმოჩენილ არტიფაქტებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, ვერცხლი ორჯერ უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე ოქრო.

ალკლდამაში არსებული განძი იმაზე მიუთითებდა, რომ იქ, ოდესღაც ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო დაკრძალული. აკლდამის შიგნით აღმოჩენილი იეროგლიფების შესწავლის შემდეგ, ეგვიპტოლოგებმა დაადგინეს, რომ სამარხი ფსუსენეს I ეკუთვნოდა და ისიც გაიგეს, თუ რით დაიმსახურა მან, ესოდენ გრანდიოზული დაკრძალვა.

ფსუსენეს I — იყო ფარაონი, რომელიც ეგვიპტეს, დაახლოებით, 3000 წლის წინ მართავდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის ქვეყნის სათავეში 41 წლის მანძილზე იმყოფებოდა, ხოლო სხვების — 46 წელი.

მისი ნეშთის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ის, მიუხედავად იმისა, რომ რევმატული დაავადებებით იტანჯებოდა, ძალიან შრომისოყვარე ადამიანი იყო. ქრონიკული ტკივილების მიუხედავად, ყოველთვის ფორმაში იყო და 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ფიზიკურმა მდგრადობამ და შესაძლოა, ქარიზმამ, ის უდიდეს ლიდერად აქცია და მან ეგვიპტის გაერთიანება შეძლო.

სამარხის და პრაქტიკულად, უცნობი მმართველის ისტორია, მეცნიერებს დაეხმარა, ძველი ეგვიპტის ისტორიაში არსებული «თეთრი ლაქების» შევსებაში. პირველი მინიშნება ვერცხლის სინზე აღმოაჩინეს. მასზე ფარაონის სახელი – ფსუსენეს I და მისი ტიტული იყო დატანილი. საკვირველია, მაგრამ ფსუსენეს I არა მარტო ფარაონი, – ეგვიპტის უმაღლესი ქურუმიც (ქვეყნის სულიერი ლიდერი) იყო.


imageგათხრები ტანისში (ქალაქი ძვ. ეგვოპტეში, ნილოსის დელტის აღმ. ნაწილი), 1942 წ.



ისე, როგორც სხვა არქეოლოგები, გასული საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტოლოგი პიერ მონტე (Jean Pierre Marie Montet) ფარაონის ხელუხლებელი სამარხის აღმოჩენაზე ოცნებობდა. მას ბედმა გაუღიმა და 10 წლიანი გათხრების წარმოების შემდეგ, 1940 წ. ტანისში ის აღმოაჩინა, რის ძებნასაც წლები შეალია. თუმცა, აღმოჩენის სიხარული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ დაჩრდილა. მეცნიერი იძულებული იყო გათხრები მიეტოვებინა და სამშობლოში, საფრანგეთში დაბრუნებულიყო.


imageპიერ მონტე ფარაონის სამარხთან



მხოლოდ 1951 წელს შეძლეს ეგვიპტოლოგებმა საოცნებო სამარხამდე მისვლა. აკლდამის გახსნას ეგვიპტის მეფე ფარუკ I (ეგვიპტის და სუდანის მეფე 1936—1952 ) ესწრებოდა. გაირკვა, რომ სამარხი XXI-XXII დინასტიის ფარაონს ეკუთვნოდა, რომელიც ქვეყანას ძვ. წ. აღრ. 1039-993 წლებში მართავდა.
ფარაონი სამი სარკოფაგით იყო დაკრძალული: ზედა ვარდისფერი გრანიტით იყო დამზადებული, შუაში – შავი გრანიტის სარკოფაგი იყო, და ბოლო, რომელშიც ფარაუნის მუმია იყო ჩასვენებული – ვერცხლის იყო.
ძველ ეგვიპტეში ოქროს «ღმერთის ხორცს», ხოლო ვერცხლს – «ღმერთის ძვლებს» ეძახდნენ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვერცხლი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ოქრო. თუმცა, ამასაც ჰქონდა თავის მიზეზი: იმ დროს, ეგვიპტეში, წელიწადში 40 ტონამდე ოქროს მოიპოვებდნენ, ხოლო ვერცხლის საბადოები, ქვეყნის გარეთ იყო. გამოდის რომ, ფსუსენეს I იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რომ ოქრო არ აკადრეს და სამუდამო განსასვენებელი ვერცხლისგან დაუმზადეს.


imageფსუსენეს I ვერცხლის სარკოფაგი



«ღმერთის ძვლებისგან» დამზადებული სარკოფაგი 90 კგ-ს იწონიდა. გარდა ამისა, მუმიას, რომელიც ნესტით და გრუნტის წყლებით საკმაოდ იყო დაზიანებული, მკერდზე ფარაონის ოქროს ნიღაბი ეფარა. სარკოფაგში ასევე აღმოაჩინეს ოქროს ფეხსაცმელი, 20 სამაჯური, 30 ბეჭედი და ლაზურიტის ყელსაბამი.



imageოქროს ფეხსაცმელი და სათითეები




imageლაზურიტის ყელსაბამი



სარკოფაგის ირგვლივ, ფარაონის დაკრძალვისთვის ტრადიციული ნივთები ეწყო: ძვირფასი ლითონით და ქვებით დამზადებული ქანდაკებები, ჭურჭელი და სამკაული, – ეს იმისთვის, რომ იმ ქვეყნად, ფარაონს არაფრის ნაკლებობა არ ეგრძნო. აღსანიშნავია, რომ სამკაულებს შორის იყო ყელსაბამი წარწერით, რომლიდანაც გაირკვა, რომ ლაზურიტის აღნიშნული ყელსაბამი, პირადად ფსუსენეს I მიერ იყო გაკეთებული.



image


ძვირფას ნივთებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ფარაონის ოქროს ნიღაბი, რომელიც ოქროს და ლაზურიტით არის დამზადებული და ის ამ საგანძურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.


imageფსუსენეს I ოქროს ნიღაბი



ფსუსენეს I სამარხში აღმოჩენილი განძი, ამჟამად კაიროს ეგვიპტის მუზეუმშია დაცული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი დათვალიერება. ხოლო გვერდით დარბაზში, შესაძლებელია ტუტანხამონის ოქროს სარკოფაგის და მისი აკლდამიდან ამოღებული ძვირფასი არტიფაქტების ნახვა.

imageტიტანხამონის ოქროს სარკოფაგი

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი
* ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

* სამყაროს და ჩვენი განვითარების ისტორია (დიდი აფეთქებიდან დღემდე)



2
651
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
651
  
2018, 27 სექტემბერი, 20:06
მაგარია
0 1 2