x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სამარცხვინო სცენები ფილმებიდან, რომელთა გახსენება მსახიობებს არ სურთ
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.




image



ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. თავდაპირველად, ისინი თანხმდებიან ბევრ საეჭვო როლს და სინანული გვიან დგება და აღარ სურთ მსგავსი სცენის მომდევნო დუბლში გამეორება.


მოდით, ერთად გადავხედოთ სამარცხვინო სცენებს ფილმებიდან, რომელთა გახსენება მსახიობებს აღარ სურთ




1. მას შემდეგ, რაც მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა ფილმში "Les Miserables" საუკეთესო მსახიობობისთვის ჯილდო აიღო, დაუფიქრებლად დათანხმდა შავი კომედიური ჟანრის ფილმში "Movie 43" გადაღებას. სირცხვილის მიზეზი გახდა პაემნის სცენა, სადაც ფილმის გმირი დევისი (ჰიუ ჯეკმანი) ხვდება ბრმა ქალს -ბეტს (ქეით უინსლეტს).image





2. ასევე სამარცხვინოდ მიაჩნია არნოლდ შვარცენეგერს თავისი როლი ფილმში "ჰერკულესი ნიუ-იორკში". სცენა ფილმში მართლაც სასაცილოა, იხსენებს შვარცენეგერი - ეს არის იაფ ფასიანი ფილმი, სადაც მე ამხელა ათლეტი მამაკაცი ვებრძვი დათვს, რომელიც ნამდვილიც კი არ არის და მასში გადაცმულია ბიჭი, დათვიც, აშკარაა რომ სათამაშოა. უბრალოდ მინდა ეს ფილმი შეაჩეროთ, გააუქმოთ!image





3. ფილმი "მგზავრების" გადაღების დროს მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა, ძალიან განიცდიდა, რადგან სასიყვარულო როლის შესრულება უწევდა დაქორწინებულ მსახიობთან - კრის პრეტთან.


გადაღებების შემდეგ, სახლში მისული უფრო მეტად განვიცდიდი და ვფიქრობდი, ეს რა გავაკეთე. დედასაც კი დავურეკე და ვთხოვდი ეთქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, თუმცა სინდისი მოსვენებას არ მაძლევდა, რომ მე ცოლიან მამაკაცთან ერთად ვიყავი როლში - ამბობს მსახიობი.image





4. მსახიობი ნიკოლ კიდმანი, სერიალის გადაღების დროს ფილმში "დიდი პატარა სიცრუე", ძალიან დაითრგუნა. ის ასრულებდა სელესტას როლს, ქალს, რომელიც იყო მსხვერპლი ოჯხური ძალადობის. ერთ-ერთ სცენაში ის იწვა ძირს, ნაცემი, უენერგიო, ადგომის ძალა არ შესწევდა და იყო იძულებული დამორჩილებოდა ქმრის ნებისმიერ ნება-სურვილს.


როლმა იმდენად იმოქმედა მსახიობზე, რომ ემოიცებმა შიგნიდან, მთლიანად მოიცვა. გადაღებებიდან სასტუმროს ნომერში რომ დაბრუნდა, კარს ვერ აღებდა და ქვით ფანჯარა ჩაამტვრია, რომ ოთახში შესულიყო. რისხვა გამოხატული სცენა დამღუპველი აღმოჩნდა მისი ფსიქიკისთვის, რასაც სინანულით იხსენებს მსახიობი.image





5. 2007 წელს, ფანტასტიკური ჟანრის ფილმში "ფანტასტიკური ოთხეული", მთავარი როლი შეასრულა ჯესიკა ალბამ. ერთ-ერთ სცენაში მას უნდა ეტირა. ბევრი მცდელობის შემდეგ, რეჟისორი მხოლოდ აკრიტიკებდა ფაქტს, რომ ჯესიკა ბუნებრივად ვერ თამაშობდა და ემოციების გარეშე, მხოლოდ დამანჭული სახის გამომეტყველება ჰქონდა. რეჟისორი იმდენად შეწუხდა იმით, რომ საბოლოო რეზულტატი ვერ ნახა მსახიობისგან, სთხოვა უბრალოდ მოეწყინა და ცრემლებს ეფექტებით დაურთავდნენ.


იმდენად იმოქმედა ჯესიკაზე აღნიშნულმა, რომ თავის სამსახიობო ნიჭში ეჭვიც კი შეეპარა.image





6. დევიდ პატინსონი და რიზ უიზერსპუნი ერთად თამაშობდნენ ფილმში "წყალი სპილოებისთვის". სიყვარულით შეპყრობილებს ხშირად ჰქონდათ სასიყვარულო სცენები, სადაც კოცნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. რიზი ზიზღით იხსენებს, თუ როგორ კოცნიდა დევიდს, რომელსაც ფილმის გადაღებების დროს სურდო ჰქონდა.image





იხილეთ აგრეთვე:



ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებზეც აქამდე არ დაფიქრებულხართimage





კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა"image





10 ფილმი, რომელთაც მაყურებლის გრძნობები "შეურაცხყეს"image





მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდესimage





კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომებიimage





12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაშიimage





საკულტო როლები, რომლებიც სულ სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათimage





როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვესimage





2
15164
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
15164
  
2018, 28 აგვისტო, 17:28
მადლობა, გუჯა.
2018, 28 აგვისტო, 15:15
კარგი იყო...
0 1 2