x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კალაშნიკოვმა" წარმოადგინა TESLA-ს კონკურენტი "იჟ-კომბის"ბაზაზე
image

«Армия-2018-ის ფორუმის ფარგლებში კონცერნმა "კალაშნიკოვმა" წარმოადგინა ახალი ელექტრომობილი, რომელიც საბჭოთა "იჟ-კომბის" ბაზაზე არის დამზადებული, კონცერნის მტკიცებით, ახალი ავტომობილი"გვერდით დაუდგება ელექტრომობილების მსოფლიო ლიდერებს და კონკურენციას გაუწევს თუნდაც Tesla-ს".

image

ელექტრომობილის "CV-1 "Калашников"-ის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგია:100 კილომეტრს სიჩქარეს კრიფავს 6 წამში, ნომინალური სიმძლავრე 250 კილოვატია, გადაადგილების მაქსიმალური მანძილი-350 კილომეტრი.




CV-1-ის სიტემაში გამოყენებულია მოდულის მართვითი კვების ელემენტები, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს 2000 ამპერს(პერსპექტივაში 3000 ამპერს) და ელემენტების ბალანსირების სისტემა, აგრეთვე პანელის საერთო გამომთვლელი, რომელიც აკონტროლებს ძრავის მდგომარეობას, ინვენტორს და ბატარეას.


ამ სიახლემ ხუმრობის ხასიათზე დააყენა სოციალური ქსელის მომხმარებლები:ჯერ ავტომობილის რეტრო დიზაინის გამო და მეორეც ის, რომ CV-1 "Калашников"-ი კონკურენციას გაუწევს TESLA-ს.

image

მოსკვიჩი -412 -ის ბაზაზე შექმნილი "იჟ-კომბი"( Иж-2125)-გამოდიოდა 1973-1997 წლებში, ავტომობილი შეიქმნა 60-იანი წლებიდან მოყოლებული მოდური "ლიფტბეკის"(ან ნოტჩბეკი)ზეგავლენით.

პირველი მსგავსი ავტომობილი გახლდათ Renault 16-ი, რომელიც 1966-1980 წლებში გამოდიოდა, რომლის დიზაინიც შემდგომ გახდა მიბაძვის ობიექტი მრავალი ქვეყნის ავტომწარმოებლისთვის, მაგალითად:Ford Escort (1980), Sierra (1982), Scorpio (1985), SAAB 900 (1978), Volvo 340 (1976) და მათ შორის საბჭოთა Иж-2125 «Ко́мби».

image


0
396
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0