ანტვერპენში ბანკის ძარცვის საქმეზე ქართველი ბრალდებულის მამაც დააკავეს 9 თებერვალი 2019, 12:10:40
AUTO PLAY
ანტვერპენის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბანკის ძარცვაში სხვა ეჭვმიტანილებს. ამის შესახებ ბელგიური მედია წერს. მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასევე დააკავეს ეთნიკურად ქართველის მამა და მეგობარიც. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის სასამართლომ ანტვერპენში ბანკის ფილიალის ძარცვის საქმეზე დაკავებული 27 წლის ქართველის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. თუმცა, როგორც დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდების მხარემ ძარცვაში ეჭვმიტანილის მონაწილეობის დამადასტურებული საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მედიის მიერ საქმის აქტიური გაშუქებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაირღვა. ბანკის საცავში მძარცველებმა შეღწევა ორი მიწისქვეშა გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეძლეს. პოლიციელებს 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ.
13
|
|