9 წლის გოგონას მკვლელს ტელეფონში ბავშვის სურათები უპოვეს 26 ოქტომბერი 2018, 14:21:34
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის იაგო ნებიერაძე იმ ადგილზე დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. სახლში, სადაც დაკავებული ხელოსნად მუშაობდა, კრიმინალისტებმა სისხლის კვალი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ მოკლული ბავშვისაა. ამ დროისათვის, ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ფსიქიური პრობლემები აქვს. ადგილობრივები კი ჰყვებიან, რომ პოლიციამ დაკავებულის კუთვნილ ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა, სავარაუდოდ, მკვლელობამდე ის 34 წლის მამაკაცი ბავშვს უთვალთვალებდა. მკვლელობა კი არაოფიციალური ვერსიით, მოხდა სახლის სარდაფში, სადაც სისხლის კვალი რამდენიმე ადგილზეა აღმოჩენილი. „დილით მოდიოდნენ მუშები და საღამოს მიდიოდნენ. მაგას ამბობენ, რომ სისხლის აღმოჩენილა სარდაფში. კედელზეც და ძირსაც. ეს ბინები გაჩხრიკეს,“-ამბობს ადგილობრივი.
34
|
|