კახა კალაძე მიუნხენში ავტობუსის დიზაინს და ფერებს არჩევს 19 ოქტომბერი 2018, 16:40:25
AUTO PLAY
თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში ავტობუსის ფერებს არჩევს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის მეშვეობით პირდაპირ ჩართვაში ილაპარაკა. მისი თქმით, იქ სხვადასხვა ფერის ავტობუსია წარდგენილი. კახა კალაძე ამბობს, რომ მერია ავტობუსის ფერთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოყალიბებულა და სურს, ამაში მოქალაქეებიც ჩაერთონ. მწვანე, თეთრი და შავი - ესაა ის ძირითადი ფერები, რომელთა კომბინაციაზეც მერია ფიქრობს. მერმა მოუწოდა მოქალაქეებს ფერის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღონ და მერიას გადაწყვეტილების მიღება გაუადვილონ.
60
|
|