თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება 17 აგვისტო 2018, 10:03:47
AUTO PLAY
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება. რუსეთის ვიზების სკანდალის შემდეგ გახსნილი ცენტრი მსურველებს, დღეიდან ბესიკის ქუჩის 4 ნომერში მოემსახურება. ცენტრში 16 ფანჯარა იქნება, რისი მეშვეობითაც იმედოვნებენ, რომ დაჩქარდება და გამარტივდება ვიზების გაფორმების პროცედურა, ასევე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები. მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს. მსურველები კონსულთან შესახვედრად წინასწარ, ჩაეწერონ ინტერნეტის მეშვეობით უნდა ჩაეწერონ.
19
|
|