ზუგდიდის სოფელ ახალკახათში მცხოვრებმა უჩვეულო მოვლენა გადაიღო 24 ივლისი 2018, 19:52:40
AUTO PLAY
ზუგდიდის სოფელ ახალკახათში ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეულო მოვლენა გადაიღო მობილურით. ვიდეოში ჩანს მტვრის მასა, რომელიც ტორნადოს ჰგავს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. თვითმხილველის და ვიდეოს ავტორის თქმით, ყველაფერი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი რამ არ სმენია. გვაზავა განმარტავს, რომ სავარაუდოდ საქმე გვაქვს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ატმოსფერული ცირკულაციის პროცესთან, როცა მაღალი ტემპერატურის პირობებში, მიწის გახურებული ზედაპირიდან ქარს მაღლა მიაქვს მტვრის გროვა. „შესაძლოა იქ მიკრო კლიმატი იყო ისეთი. წნევის დაბალი არეც, ტროპიკულ ციკლონებს რომ ეძახიან. მას აქვს მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ეს არის ტორნადოს მაგვარი“, - თქვა დოდო გვაზავამ. ვიდეო 18 ივნისს არის გადაღებული.
72
|
|