x
  • 22.09.2018
  • სტატია:80800
  • ვიდეო:333117
  • სურათი:438184
გერმანიაში საცირკო ნომრის დროს სპილო მაყურებელთა დარბაზში გადავარდა
0
ინციდენტი გერმანიაში გამართული ერთ-ერთი საცირკო წარმოდგენის დროს მოხდა. საცირკო ნომერს სამი სპილო ასრულებდა, რა დროსაც სპილოებმა იჩხუბეს და სცენიდან ერთ-ერთი სპილო დარბაზში, მაყურებელთან გადავარდა. შეშინებული მაყურებელი დარბაზიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით, როცა მწვრთნელმა ცხოველები დაამშვიდა, ისინი დარბაზში დაბრუნდნენ და წარმოდგენაც გაგრძელდა.

სპილოს დაცემისგან ერთ-ერთი მაყურებელი დაშავდა. დაზარალდა თავად ცხოველიც. მან ფეხი იღრძო.

ინციდენტს ცხოველთა უფლებადამცველები გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ, რომ ცირკში ცხოველები 18-20 საათი ვოლიერებში ჰყავთ გამომწყვდეულები და ეს მათ გაღიზიანებას იწვევს. ცირკის დირექტორი კი ამბობს, რომ სპილოების ჩხუბი ჯგუფში ლიდერობის მოპოვების სურვილმა გამოიწვია და ეს ნორმალურია.

ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Embedკოდი
255
ვიდეოს ზომა:
სიმაღლე: სიგანე:
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0