x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სკანდალური ფოტო და საიდუმლო შეხვედრა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ბედი წყდება
0
საიდუმლო შეხვედრა, რომელიც 10 დღის წინ თბილისში გაიმართა - ფოტოზე, რომელიც P.S.-ს „ევროპულმა საქართველომ“ მოაწოდა, ერთ-ერთი შეხვედრაა გადაღებული, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და "ქართული ოცნების" PR-ი მაკო ბიგვავა ესწრებიან. მის უკან კიდევ ერთი ადამიანი ზის, რომელიც ამ ფოტოზე არ ჩანს. თამარ კაკაბაძე ამტკიცებს, რომ შეხვედრის მეოთხე მონაწილე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და "Post TV"-ის დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილია.
ფოტოს ავტორი განმარტავს, რომ ეს არის მტკიცებულება თუ ვისთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონებს იღებს და უნდა მიუკერძოებლად ემსახურებოდეს ყველას, ვისი ფულითაც და ვისთვისაც ის არსებობს ანუ ხალხს. ამ დროს კი ის მითითებებს იღებს "ქართული ოცნების" PR-ისა და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილისგან, რომელსაც საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია აქვს.

ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Embedკოდი
38
ვიდეოს ზომა:
სიმაღლე: სიგანე:
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0