35 წლის ქალი მანქანით თეთრი სახლის ღობეს შეეჯახა (აშშ) 24 თებერვალი 2018, 16:43:31
AUTO PLAY
ამერიკელმა სამართალდამცველებმა 35 წლის ქალი დააპატიმრეს, რომელიც მანქანით თეთრი სახლის ღობეს შეეჯახა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპი ავსტრალიის პრემიერმინისტრთან შეხვედრას მართავდა. მომხდარის გამო, თეთრ სახლში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ბლოკირებული იყო თეთრი სახლის ყველა შესასვლელი. გადაიკეტა მიმდებარე ქუჩებიც. ტელეკომპანია CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალი ღობეს მიზანმიმართულად შეეჯახა.
10
|
|