ჩინეთში გაიხსნა კომუნისტური პარტიის XIX ყრილობა 19 ოქტომბერი 2017, 13:17:48
AUTO PLAY
ჩინეთში გაიხსნა კომუნისტური პარტიის XIX ყრილობა,რომელშიც 2 300 დელეგატი მონაწილეობს მთელი ქვეყნიდან,ყრილობა გაგრძელდება 24 ოქტომბრამდე,ყრილობაზე განიხილება ბოლო ხუთწლედის შედეგები და მიღწევები,დაიგეგმება ახალი სტრატეგიები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში,ეკომონიკასა თუ სოფლის მეურნეობაში,ყრილობაზე დაგეგმილია პატრიული ორგანოს ახალი კანდიდატების არჩევა, პარტიის ლიდერმა სი ძინპინმა მიმართა დელეგატებს. ყრილობა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. დახურულ კარს მიღმა შეკრებილი პარტიის ლიდერები ჩინეთს სამომავლო პოლიტიკურ კურსზე უნდა შეთანხმდნენ. ასევე, გადაწყდება, ვინ დაიკავებს მთავრობასა და პარტიაში წამყვან თანამდებობებს. როგორც ვარაუდობენ, სი ძინპინი ჩინეთის ლიდერის პოსტს კიდევ 5 წლით დაიკავებს. კომუნისტური პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ჩინეთისთვის დამახასიათებელმა სოციალიზმმა ამ ახალ ეპოქაში ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან სახელმწიფოდ აქცია“. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმაზე და განაცხადა, რომ პეკინი შეამსუბუქებს იმ ბარიერებს, რომლებიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შესვლას უშლის ხელს. მან ასევე პირობა დადო, რომ ჩინეთი არასდროს გახდება ჰეგემონი და მოუწოდა ყველა ქვეყანას, უარი თქვას „ცივი ომის“ დროინდელ პოლიტიკაზე და ყველა პრობლების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. კომუნისტური პარტიის ყრილობა პეკინში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
0
|
|