მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა 19 ოქტომბერი 2017, 08:47:33
AUTO PLAY
თავდასხმა თბილისის ცენტრში. ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა. მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
1
|
|