გადამწვარი ბორჯომის ხეობა- მეხანძრეების მასშტაბური მობილიზაცია 22 აგვისტო 2017, 14:26:50
AUTO PLAY
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი და ტყის 100-ზე მეტი მცველი ცდილობს. ასევე მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. პროცესში ათეულობით მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი ხანძრის სალიკვიდაციო შტაბი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამ დროისთვის არსებულ ვითარებას განმარტავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. "ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა. "გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება. "საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება. საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე,"-ნათქვამია განცხადებაში.
0
|
|