ბოსტნეული ზეითუნის ზეთში შეწვით, ის მოხარშულზე სასარგებლოა 29 მარტი 2017, 17:54:47
AUTO PLAY
გრანადის (ესპანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ გავლენას ახდენს პოლიფენოლებზე - ანტიოქსიდანტები, რომლებიც ამცირებენ ონკოლოგიური დაავადებების რისკს. მოხარშული, მოთუშული და ზეითუნის ზეთში შემწვარი ბოსტნეული (კარტოფილი, ბადრიჯანი, ხახვი, წიწაკა) ერთმანეთს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი ზეითუნის ზეთში შემწვარ ბოსტნეულში შენარჩუნდა. ხარშვის შედეგად, პოლიფენოლები და სხვა ნივთიერებები ნახარშში გადადის, ზეითუნის ზეთში შეწვისას კი, ნარჩუნდება და უერთდება ზეთის შემცველ სასარგებლო ნივთიერებებს.
5
|
|