ბოთლების სროლა და მოგლეჯილი მიკროფონი - დაპირისპირება საკრებულოში 24 თებერვალი 2017, 19:45:37
AUTO PLAY
მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიან ქონებაზე მსჯელობას თბილისის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და მიწის თბილისისთვის დაბრუნებას ითხოვს. “ბატონმა თედო კობახიძემ მოგვმართა თუ რატომ არ შეიტანეთ სასამართლოში აღნიშნული საკითხიო, რომელ სასამართლოში შეგვეტანა? ნატა ნაზღაიძესთან მიგვეტანა თავის ძმის საქმე? ეს არის თქვენი მოთხოვნა? ამ დარბაზში დღეს უნდა იდგეს დავით ნარმანია და დავით ნარმანია უნდა გვცემდეს პასუხს, მაგრამ კანონის უხეში დარღვევით, სწორედ იმიტომ რომ ამ ადამიანს არ გააჩნია პასუხები, ვერ მობრძანდა საკრებულოში. ეს არის დანაშაულებების მთელი კასკადი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, რომელსაც საკრებულოს წევრმა ილია ჯიშკარიანმა წყლის ბოთლი ესროლა.
0
|
|